საფუვრის ნიღაბს კონკურენტი არ ჰყავს, როდესაც საუბარი თმის ზრდის დაჩქარებაზე და მისი ცვენის შეჩერებაზე მიდის

997

სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ საფუარს ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს თმაზე. სპეციალური ნიღბები, რომელთა მთავარ ინგრედიენტს სწორედ ეს იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი წარმოადგენს, სწრაფად გააჯანსაღებს თმას, გააძლიერებს მის ძირებს, მიანიჭებს დამატებით მოცულობასა და ბზინვარებას, შეაჩერებს თმის ცვენის პროცესს და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვათ, საფუვრის ნიღბები ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქტებსა და პროცედურებზე გაცილებით ეფექტურია, როდესაც საუბარი ჩვენი თმის მოვლაზე მიდის. თუ გსურთ, გაისქელოთ საფარი და დაუბრუნოთ თმას სიჯანსაღე, აუცილებლად იხელმძღვანელეთ ჩვენი დღევანდელი მარტივი ინსტრუქციით.

საფუარი ჩვენი თმისთვის

ინგრედიენტები: 

  • 1 ს.კ. წყალი
  • 1 ს.კ. საფუარი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. გახსენით საფუარი ერთ სუფრის კოვზ წყალში.
  2. დუღილის პროცესის დასაჩქარებლად დაუმატეთ შაქარი.
  3. შეარჩიეთ დიდი ჭურჭელი, რადგან დუღილის პროცესში საფუარი ფუვდება და ზომაში რამდენჯერმე იზრდება.
  4. როგორც კი დუღილის პროცესი დასრულდება, დაუმატეთ ნარევს თაფლი და მდგოვის ფხვნილი.
  5. ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მზა საშუალება კარგად შეიზილეთ თმის ძირებში და შეძლებისდაგვარად გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. როდესაც ნაზავს კარგად შეიზელთ, დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და შემდეგ შეიხვიეთ პირსახოცით.

ერთ საათში დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით. უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ დაგრჩებათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქმს თქვენი თმა ორჯერ სქელი და მოცულობითი გახდა.

საფურვის ეს ნიღაბი მართლაც ძალიან სასარგებლოა ჩვენი თმისთვის, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნებით. გამოიყენეთ ის, რათა თმის ცვენის პრობლემას მინიმალურ ვადაში გაუმკლავდეთ. კვირაში 2 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენი თმა გამოიყურებოდეს ისე ლამაზად და მიმზიდველად, როგორც არასდროს.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ საფუვრის ამ ნიღბის შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!