ყველა დიასახლისმა კარგად ვიცით, თუ რამდენად დიდ დისკომფორტთან და ძალისხმევასთანაა დაკავაშირებული ვანა-ტუალეტის დალაგება და დასუფთავება. საბედნიეროდ, არსებობს სხვადასხვა ხერხები და ხრიკები, რომელთა დახმარებით ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებისა და საყოფაცხოვრებო საქმიანობების გამარტივებაა შესაძლებელი.
დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ-ერთი ასეთი საშუალების შესახებ გიამბობთ. მადეზინფიცირებელი ბურთულები, რომელთა მომზადებას მარტივად შეძლებთ საკუთარი ხელით, გაანადგურებს მილიონობით მავნე ბაქტერიას და თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო სუნის გაჩენას.
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ჩაის ჭიქა საჭმელი სოდა
- 60 მლ ლიმონის წვენი
- ½ ჩაის ჭიქა ძმარი
- რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი
- 25 წვეთი სასურველი ეთერზეთი
მომზადება:
- შეურიეთ ერთმანეთში საცხობი სოდა და ლიმონის წვენი. ამ დროს მასა ძლიერად ქაფდება, რაც სოდასა და მჟავას შორის მიმდინარე რეაქციის შედეგია.
- ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს წყალბადის ზეჟანგი და ძმარი, შემდეგ კი ნელ-ნელა, მუდმივი მორევის პირობეში დაუმატეთ მას ლიმონისა და სოდის ნაზავი.
- ბოლოს დაამატეთ სასურველი სურნელოვანი ეთერზეთი და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.
- მზა მასა გაანაწილეთ სასურველ ფორმებში და დატოვეთ გასაშრობად რამდენიმე დღით.
- გამოსაყენებლად გამზადებული, უკვე კარგად გამომშრალი ბურთულები შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში.
გამოყენების წესი:
ჩააგდეთ ერთი ბურთულა უნიტაზში და დაელოდეთ მის აქაფებას, შემდეგ კი კარგად გააპრიალეთ მისი კედლები სპეციალური ჯაგრისის გამოყენებით. პროცედურის ბოლოს ჩარეცხეთ უნიტაზი რამდენჯერმე.
განსხვავებით საყოფაცხოვრებო ქიმიისგნ, ეს საშუალება საკმაოდ ბიუჯეტურია და მისი გამოყენება არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.