ვენების ვარიკოზული გაგანიერება – ჩემთვის კარგად ნაცნობი პრობლემა, რომელიც წლების განამვლობაში უდიდეს დისკომფორტს მიქმნიდა.
გარდა იმისა, რომ დასივებული ვენები ნაკლებად ლამაზი შესახედაობისაა, სიმძიმისა და დისკომფორტის განცდა კიდურებში ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე თითქმის ყველა დარეკლამებული გელი, მალამო და სპეციალური საშუალება გამოვცადე, თუმცა შედეგიანობით არცერთი მათგანი არ გამოირჩეოდა. მსუბუქი შვება – დროებითი ეფექტი, რომელიც მსგავსი პრეპარატებისთვისაა დამახასიათებელი.
სწორედ ყოველივე ამის შემდეგ საკუთარი თავის ხალხური მეთოდებით განკურნება ვცადე. გახეხილი სტაფილოს კომპრესები – საშუალება, რომელმაც მდგომარეობა ძალიან შემიმსუბუქა და გამოჯანმრთელების იმედიც ჩამისახა.
ამ საშუალებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი მდგომარეობა დღითიდღე მართლაც რომ საგრძნობლად უმჯობესდება, რაც კიდევ და კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.
ახლა კი გაგაცნობთ მარტივ ინსტრუქციას:
- გახეხეთ რამდენიმე ცალი სტაფილო წვრილ სახეხზე.
- მიღებული ფაფა დაიდეთ ზემოდან ვარიკოზულ კვანძებზე, გადაიხვიეთ სტრეჩი და დაწექით დასაძინებლად.
- დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ მთელი ღამით.
- მოიქეცით ასე ყოველ საღამოს ვენების ვარიკოზული გაგანიერების სრულ განკურნებამდე.
წესით და რიგით, სასიამოვნო ცვლილებები რამდენიმე პროცედურაში უნდა იგრძნოთ. ამ საშუალების ყოველდღიური გამოყენებიდან დაახლოებით 1 კვირაში შეშუპება საგრძნობლად შემიმცირდა, სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება კი თითქმის ბოლომდე გაქრა.