ხელებისა და ფეხების ხშირი დაბუჟება – პრობლემა, რომელიც იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. ჯანმრთელობის ეს მდგომარეობა შეიძლება განაპირობოს არაერთმა ფაქტორმა, რის გამოც აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება და პრობლემის გამომწვევ მიზეზებში გარკვევა.
დაახლოებით 10 წლის განმავლობაში კიდურების ხშირი დაბუჟება ჩემი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად, საკუთარ თავზე ხალხური რეცეპტი გამოვიყენე, რომელიც იმდენად დამეხმარა, რომ მის შესახებ გახარებულმა ყველას ვუამბე.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ კიდურების ხშირი დაბუჟება სერიოზული დაავადების პროგრესირების ან არსებობის შედეგი შეიძლება იყოს.
მაშ ასე, გთავაზობთ მარტვ ინსტრუქციას:
- გაეშურეთ უახლოეს აფთიაქში და შეიძინეთ ნიშადურისა და ქაფურის სპირტი.
- 50 გრამ 10%-იან ნიშადურის სპირტს დაუმატეთ 10 გრამი ქაფურის სპირტი და 1 სუფრის კოვზი მსხვილკრისტალებიანი მარილი.
- კარგად ურიეთ მარილის კრისტალების სრულ გახსნამდე, შემდეგ კი დაამატეთ 1 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი.
- სამკურნალო ხსნარი მზად არის!
მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ ხელები და ფეხები, ფეხისგულები, სახსრები და ა.შ. ჩაიტარეთ პროცედურა დაძინების წინ და მოკალათდით კომფორტულად.
გამოიყენეთ ეს სამკურნალო ხსნარი ყოველ საღამოს იქამდე, სანამ კიდურების დაბუჟება არ გაგივლით. ჩემ შემთხვევაში ყოველდღიურ პროცედურებს თვენახევრის განმავლობაში ვიტარებდი, რაც პრობლემის სამუდამოდ დასავიწყებლად სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.