ვანა-ტუალეტი სახლის სწორედ ის ნაწილია, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ჭუჭყი და სიბინძურე გროვდება.
საშინელ ნადებსა და არასასიამოვნო სუნს მარტივად გაუმკლავდებით, თუ ამ ხრიკების შესახებ გსმენიათ.
თქვენი ვანა-ტუალეტი ყოველთვის სისუფთავისგან რომ ბრწყინავდეს, შეიარაღდით ამ რჩევებითა და რეკომენდაციებით. პირობას გაძლევთ, სტატიაში შემოთავაზებული ყველა საშუალება თავისი ეფექტურობით გაგაოცებთ. გარდა ბიუჯეტურობისა, საყოფაცხოვრებო საშუალებებისგან განსხვავებით, ისინი არაა გაჟღენთილი ჩვენი ჯანმრთელობისათვის მავნე ქიმიური ნივთიერებებით.
1. თეთრი ძმარი და ლიმონი
ლიმონისა და ძმრის კომბინაცია – საუკეთესო მადეზინფიცირებელი საშუალება, რომელიც სახლის დალაგება-დასუფთავებისას ძალიან დაგეხმარებათ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ეკოლოგიური საშუალებაა ნებისმიერი სახის ზედაპირის გასაწმენდად, რომელიც ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებსა და უსიამოვნო სუნს.
ინგრედიენტები:
- ½ ჩაის ჭიქა თეთრი ძმარი
- ერთი ლიმონის წვენი
ინსტრუქცია:
ნახევარ ჩაის ჭიქა ძმარში ჩაწურეთ მთლიანი ლიმონი და კარგად მოურიეთ. მიღებული საშუალება გამოიყენეთ დაბინძურებული და დალაქავებული ზედაპირების გასაწმენდად. პირობას გაძლევთ, შედეგი აღგაფრთოვანებთ!
2. კოლა და საჭმელი სოდა
ყველას არაერთხელ გვსმენია, რომ კოკა-კოლა არაჩვეულებრივი საშუალებაა ტუალეტისა და კანალიზაციის მილების გასაწმენდად. თუ მას საჭმელ სოდასაც დავუმატებთ, მივიღებთ ლაქების საწინააღმდეგო უძლიერეს საშუალებას.
ინგრედიენტები:
- ერთი ქილა კოლა (დაახ. 500 მლ)
- 1 ჩაის ჭიქა თეთრი ძმარი (დაახ. 250 მლ)
- 3 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა
ინსტრუქცია:
- თუ უნიტაზის ზედაპირი დალაქავდა და მისი გაწმენდა გსურთ, აუცილებლა გამოიყენეთ ეს საშუალება.
- უნიტაზის კედლებზე მოასხით კოკა-კოლა და დატოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით.
- 30 წუთის შემდეგ მოავლეთ თეთრი ძმარი და მოაყარეთ სოდა. თქვენ შენიშნავთ თეთრი ქაფისებრი მასის წარმოქმნას, რაც სოდასა და ძმარს შორის მიმდინარე ქიმიური რეაქიის შედეგია.
- 15 წუთის შემდეგ რამდენჯერმე კარგად ჩარეცხეთ უნიტაზი და მოუსვით კედლებზე ჯაგრისი.
3. საჭმელი სოდა და წყალბადის ზეჟანგი
პასტისებრი მასა, რომელსაც წყალბადის ზეჟანგისა და სოდის შერევით მიიღებთ, ეფექტური საშუალებაა ყველაზე რთული ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველადაც კი.
დაგჭირდებათ:
- 1/2 ჩაის ჭიქა საჭმელი სოდა
- 2 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი
ინსტრუქცია:
- დაუმატეთ საჭმელ სოდას მოცემული რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი და კარგად მოურიეთ.
- მიღებული პასტისებრი მასა კარგად წაუსვით დალაქავებულ ზედაპირს ნებისმიერი ქსოვილის ან მეტალის ღრუბლის გამოყენებით. დატოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით.
- ამ დროის გასვლის შემდეგ უხვად მოასხით წყალი და გააპრიალეთ კედლები ჯაგრისის გამოყენებით.
სამივე საშუალება მართლაც ძალიან ეფექტურია ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად. გარდა უნიტაზის გასუფთავებისა, ამ საშუალებებით შეგიძლიათ გააპრიალოთ ნებისმიერი ზედაპირი თქვენს სახლში: სამზარეულოსა და ვანა-ტუალეტის ფილები, ნიჟარა, ონკანი და ა.შ.