როდესაც ამ უგემრიელეს ფუნთუშებს ვაცხობ, მთელ სამეზობლოში საოცარი არომატი ტრიალებს. მიჰყევით მარტივ რეცეპტს ნაბიჯ-ნაბიჯ

5304

გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მოამზადებთ უგემრიელეს, გარედან ხრაშუნა და ტკბილ, ხოლო შიგნიდან ფუმფულა და რბილ ფუნთუშებს.

პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თბილი რძე 300 მლ
  • საფუარი 2 ჩ. კ.
  • შაქარი 2 ჩ. კ. (სავსე)
  • ფქვილი 5 ს. კ. (სავსე)

მომზადების წესი:

დაგჭირდებათ საშუალო სიღრმის თასი. თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი. ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ფქვილი. თასს გადააფარეთ საკვების პარკი და გააჩერეთ 20 წუთი.

ცომისთვის დაგჭირდებათ:

  • ფქვილი 530-600 გრ
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • ზეთი 7 ს. კ.
  • კვერცხი 2 ცალი

მომზადების წესი:

1. საფუარს დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, ზეთი, მარილი და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი. მზა ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. თასს გადააფარეთ საკვების პარკი და გააჩერეთ საათ-ნახევარი.

2. მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად. თითოეული ნაწილიდან  გამოხელეთ 7-8 გუნდა.

ფუნთუშებზე წასასმელად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 50 გრ გამდნარი კარაქი
  • შაქარი 5 ს. კ.
  • ვანილი
  • რძე 2-3 ს. კ.

მომზადების წესი:

1. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მართხკუთხედ ფენად,  თხლად წაუსვით გამდნარი კარაქი (კარაქში გახსენით ვანილი)  და მოაყარეთ ცოტა შაქარი.

2. ფენა სიგრძეზე გადაახვიეთ რულეტივით და კიდეები მჭიდროდ შეკარით.

3. რულეტი გადაკეცეთ შუაზე და ბოლოები შეკარით. შემდეგ მსუბუქად დააწექით ხელით და სიგრძეზე  ჩაჭერით ბასრი დანით. ბოლომდე არ ჩაჭრათ.

4. ჩაჭრილი ნაწილები გადაშალეთ ყვავილივით და ფუნთუშები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე (ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი). ფუნთუშებს სილიკონის ფუნჯით წაუსვით რძე.

5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.

6. გარედან ფუნთუშები დაიბრაწება, ხოლო შიგნით დარჩება ნაზი და ფუმფულა.

მოამზადეთ იდეალური ფუნთუშები და გემრიელად მიირთვით!