გასწავლით, როგორ მოიშოროთ თეთრი წერტილები მარტივად. 7 გამოცდილი მეთოდი

29610

თეთრი წერტილების გაჩენა სახის კანზე – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ვხვდებით როგორც ახალშობილებში, ასევე ახალგაზრდებსა და ზრდასრულებში. ამ წერტილებს მედიცინაში მილიების სახელწოდებით ვიცნობთ.

რა იწვევს მილიების გაჩენას? 

პრობლემის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი დღემდე უცნობია. ერთმანეთისგან განასხვავებენ პირველი და მეორე ტიპის მილიებს. პირველ ტიპს ვხვებით ახალშობილებში, ხოლო მეორე ტიპს – შედარებით დიდი ასაკის ბავშვებსა და ზრდასრულებში.

კანის ასეთი გაღიზიანება და თეთრი წერტილების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს როგორც სტეროიდული კრემების რეგულარულმა გამოყენებამ, ასევე მზეზე ხანგრძლივი დროით ყოფნამ, დამწვრობამ და სხვადასხვა ისეთმა კოსმეტიკურმა პროცედურებმა, როგორიც კანის დერმაბრაზია და ლაზერული ლიფტინგია.

როგორ ვებრძოლოთ პრობლემას? 

არსებობს რამდენიმე ნატურალური საშუალება და მეთოდი, რომელიც მინიმალურ დროში მოგაშორებთ თეთრ წერტილებს. მოდით, დეტალურად განვიხილოთ, თუ რა საშუალებებზე და მეთოდებზეა საუბარი.

1. შაქრისა და ლიმონის სკრაბი

ლიმონი ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელიც არაჩვეულებრივად წმენდს და ადეზინფიცირებს კანს. თუ 2 ჩაის კოვზ შაქარსა და ნახევარი ლიმონის ახლადგამოწურულ წვენს ერთმანეთში შეურევთ, მიიღებთ თეთრი წერტილების მოსაშორებელ სკრაბს. წაისვით ის თხელ ფენად კანის შესაბამის მონაკვეთებზე, დაიტოვეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

2. სიმინდის სახამებელი და ვაშლის ძმარი

არასასურველი თეთრი წერტილების მოსაშორებლად არაჩვეულებრივი საშუალებაა თანაბარი რაოდენობით სიმინდის სახამებლისა და ვაშლის ძმრის ნარევი. ამ ორი ინგრედიენტის შერევით მიიღებთ პასტისებრ მასას, რომლითაც კარგად უნდა დაიმუშავოთ კანის შესაბამისი მონაკვეთები, დაიტოვოთ სამოქმედოდ 25 წუთით და შემდეგ ჩამოიბანოთ.

3. ქოქოსის ზეთი

მოცემული პროდუქტი ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა და აქვს საოცრად დადებითი გავლენა ჩვენი კანის მდგომარეობაზე. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ქოქოსისა და ზეითუნის ზეთი, წაისვით ნარევი თხელ ფენად სახის კანზე, დაიტოვეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

4. ორთქლი

ცხელი ორთქლი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას (მიმოქცევას), რაც გვეხმარება ეპითელიუმის მკვდარი უჯრედების მოშორებაში.

5. ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთი ძლიერი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. ეს პროდუქტი ღრმად წმენდს კანს ნებისმიერი ინფექციისგან. კარგად დაიბანეთ სახე და შემდეგ ნელი წრიული მოძრაობებით წაისვით ჩაის ხის ზეთი სახის კანზე. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ მთელი ღამით.

6. ბროწეულის ქერქი

ბროწეული ქერქი ოდნავ მობრაწეთ ტაფაზე (ყავისფერი შეფერილობის მიღებამდე) და შემდეგ კარგად დაფქვით ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით. მიღებულ ფხვნილს დაუმატეთ იმ რაოდენობით ლიმონის წვენი, რომ მიიღოთ პასიტესბრი მასა. წაისვით ის თხელ ფენად კანის შესაბამის მონაკვეთებზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

7. თაფლი

აიღეთ თხევადი თაფლი და ჩაამატეთ მასში იმ რაოდენობით შაქარი, რომ მიიღოთ ბლანტი მასა. მზა სკრაბი წაისვით კანზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ მოიშორეთ ბამბის ტენიანი დისკებით. მოცემული საშუალება არაჩვეულებრივად წმენდს კანის ზედა ფენას.

ყველა ეს საშუალება ძალიან ეფექტურია თეთრი წერტილების, მილიების მოსაშორებლად, რაც დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. თუ ეს უსიამოვნო პრობლემა გაწუხებთ, ამოარჩიეთ მოცემული 7 მეთოდიდან თქვენთვის სასურველი და შეუდექით რეგულარუი პროცედურების ჩატარებას. პირობას გაძლევთ, სასიამოვნო შედეგები არ დააყოვნებს!

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიატ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!