ჭურჭლის ტილოებისთვის პირვანდელი სიქათქათის დაბრუნება ძალზედ მარტივია. გთავაზობთ მასტერ-კლასს

27263

თითოეულმა დიასახლისმა ძალიან კარგად იცის, თუ რამხელა სირთულეს წარმოადგენს თეთრი ქსოვილიდან ლაქების ამოყვანა. რა თქმა უნდა, მაღაზიებში იყიდება უამრავი სპეციალური საშუალება, თუმცა გარდა იმისა, რომ ეს საშუალებები წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, ისინი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ძალზედ ეფექტურ და იაფ საშუალებას, რომლის დახმარებითაც მარტივად გაუმკლავდებით ყველაზე რთულ ლაქებსაც კი. მაგალითისთვის ავიღოთ ჭურჭლის ტილო, რომელიც მთელი დღის განმავლობაში კონტაქტშია სხვადასხვა საკვების ნარჩენებთან, სითხეებთან და ა.შ. რა შეიძლება იყოს იმაზე რთული, ვიდრე ამ ქსოვილისთვის პირვანდელი სიქათაქთისა და სისუფთავის დაბრუნებაა? დიახ, ერთი შეხედვით ეს ნამდვილად რთულ დავალებას წარმოადგენს, თუმცა არა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამ მარტივი რეცეპტის შესახებ იცით.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 5 ლიტრი მდუღარე წყალი;
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი;
  • 1 სუფრის კოვზი გამათეთრებელი ფხვნილი;
  • ნახევარი ჭიქა ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი;
  • 30 გრამი სოდა.

ინსტრუქცია:

5 ლიტრ მდუღარე წყალში ჩაასხით 1 ს.კ მცენარეული ზეთი, ამავე რაოდენობით გამათეთრებელი ფხვნილი, ნახევარი ჭიქა ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი და 30 გრამი სოდა. კარგად გადაურიეთ. მიღებულ ნარევში მოათავსეთ თეთრი პირსახოცები მთელი ღამით, ხოლო დილით, გაღვიძებისთანავე გარეცხეთ ისინი სარეცხ მანქანაში ჩვეულებისამებრ.

თქვენი თეთრეული სისუფთავისგან იბზინებს!

ვიდეო, რომელშიც დეტალურადაა მოცემული ინსტრუქცია: