როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სწორად სახლის პირობებში. კილოგრამობით მავნე ნარჩენს მოიშორებთ

2530

სასმელი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, ბოლომდე წმენდს ნაწლავებს ტოქსინებისგან და წიდებისგან. რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი აბსოლუტურად ნატურალური და უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

თუ თქვენ სწრაფი შედეგის მიღება გსურთ, ჩვენი დღევანდელი სასმელი აუცილებლად უნდა ცადოთ. სასარგებლო ინგრედიენტების ეს კომბინაცია, როგორც უკვე გითხარით, წმენდს ჩვენს ნაწლავებს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, გამოდევნის კილოგრამობით მავნე ნარჩენს, ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში და პრობლემური ზომებიდან ცხიმოვანი ფენების მოშორებაში.

ყოველთვის გახსოვდეთ, სუფთა ნაწლავები – კარგი ჯანმრთელობისა და გარეგნობის საწინდარია! მავნე ნარჩენების მოშორებით თქვენ არა მხოლოდ დააჩქარებთ წონის კლებისა და ცხიმოვანი ფენების მოშორების პროცესს, არამედ გაიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას, თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობას.

როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი სტაფილო
  • 500 გრამი ჭარხალი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • ქიშმიში
  • კურაგა

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. სტაფილო და ჭარხალი კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით რაც შეიძლება პატარა ზომის ნაჭრებად.
  2. მოათავსეთ დაჭრილი ინგრედიენტები ემალის ქვაბში და დაასხით იმ რაოდენობით ანადუღარი, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყალი, რომ წყლის დონე ინგრედიენტბის დონეს ოდნავ აღემატებოდეს.
  3. ახლა კი ჩაამატეთ თანაბარი რაოდენობით დაქუცმაცებული ქიშმიში და კურაგა (ჯამში ორივე ერთი მუჭის ოდენობით).
  4. ქვაბი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ეს ნარევი დუღილამდე.
  5. როგორც კი წყალი წამოდუღდება, გადმოდგით ის ცეცხლიდან, გააგრილეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. კარგად გადაურიეთ.
  6. დააყოვნეთ ეს საშუალება 12 საათის განმავლობაში ბნელ და ცივ ადგილას.
  7. 12 საათის შემდეგ გადაწურეთ სითხე სუფთა მინის ჭურჭელში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

მიირთვით ის დღეში 3-ჯერ ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით, ჭამიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე. როდესაც ნაყენი ამოგეწურებათ, მოამზადეთ ახალი ულუფა.

იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!