როდესაც შაქარს ჭარბი რაოდენობით ვიღებთ, ორგანიზმი ამ ნიშნებს გვიგზავნის

27434

სისხლში შაქრის დონის მომატება ძალიან საფრთხილო საკითხია. თუ პრობლემას დავაიგნორებთ, თავი შეიძლება იჩინოს მრავალმა დარღვევამ.

ამ პრობლემისათვის დამახასიათებელია ზოგადი ნიშნები და სიმპტომები, რომელთაც ხშირად შეცდომით სხვა დაავადებებს ვაწერთ. აუცილებლად უგდეთ ყური თქვენს ორგანიზმს და მის მიერ გამოგზავნილ ნიშნებს, რათა შეძლოთ სავალალო შედეგების თავიდან არიდება.

სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ზრდასრულმა ადამიანმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს დაახლოებით 6-დან 10 ჩაის კოვზამდე შაქარი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს რეალობაში რთულად მოიპოვება ისეთი საკვები, რომელიც შაქარს არ შეიცავს, აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე.

ახლა კი გადავიდეთ იმ ნიშნებზე, რომელთაც ორგანიზმი გვიგზავნის მაშინ, როდესაც შაქარს გადაჭარბებული რაოდენობით ვიღებთ.

1. მომატებული წნევა

ადამიანებს, რომლებიც სტაბილურად იღებენ ჭარბი რაოდენობით შაქარს, არტერიული წნევის მაჩვენებელი ნორმაზე მაღალი აქვთ. სპეციალისტების მტკიცებით, თუ წნევის მოწესრიგება გსურთ, გარდა მარილისა, აუცილებლად უნდა შეამციროთ ყოველდღიურად მირთმეული შაქრის ულუფაც.

2. ქოლესტერინის დონის მომატება

ჭარბი რაოდენობით შაქრის მირთმევის შედეგად, ორგანიზმში ირღვევა ცუდი და კარგი ქოლესტერინის დონის თანაფარდობა, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩვენი სისხლძარღვებისა და გულის ჯანმრთელობაზე. როდესაც შაქარს დიდი რაოდენობით იღებთ, აქტიურდება ტრიგლიცერიდებისა და ცუდი ქოლესტერინის გამომუშავების პროცესი.

3. ხშირი შარდვა

პოლიურია – ბიოლოგიური და ქიმიური ჯაჭვური რეაქციების შედეგი, რომლის დროსაც გლუკოზის მოჭარბებული დონის შედეგად, სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხვდება უჯრედშორისი სითხე. ამ გზით ორგანიზმი ცდილობს გლუკოზის მოჭარბებული დონის განეიტრალებას.

უარყოფითი გავლენა აქვს ამ პროცესს ჩვენი თირკმელების მუშაობაზე. ამ წყვილი ორგანოს დისფუნქციისას, რომელსაც საფუძვლად ზემოთ აღწერილი პროცესები უდევს, ხშირდება შარდვა.

თუ საპირფარეშოში გასვლა ნორმაზე ხშირად გინდებათ, აუცილებლად შეამცირეთ შაქრის მიღება.

4. მუდამ წყურვილი შეგრძნება

პოლიდიპსია – პოლიურიისათვის თანმხლები ბუნებრივი რეაქცია. როდესაც სისხლში შაქრის დონე მომატებულია, მუდმივად გვაწყხებს წყურვილის შეგრძნება.

5. შიმშილის შეგრძნება

შიმშილის ძლიერი შეგრძნება განპირობებულია ინსულინის დაბალი მაჩვენებლით. თუ მუდამ გაწუხებთ მოთხოვნილება საკვებზე, იცოდეთ, რომ ეს შაქრის მომატებული დონისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია.

6. წონის დაკარგვა

მიუხედავად, იმისა, რომ ადამიანი შეიძლება იკვებებოდეს ჩვეულ რეჟიმში, შაქრის მომატების დროს ის იწყებს წონაში კლებას. რატომ ხდება ასე?

არსებობს რამდენიმე მიზეზი:

  1. შაქრის დონის მოჭარბებისას ადგილი აქვს ხშირად შარდვასა და სითხის დაკარგვას.
  2. როდესაც ინსულინის დონე არასაკმარისია გლუკოზის მეტაბოლიზმისთვის, სხეული იწყებს ცხიმის წვას, რათა უზრუნველჰყოს ნორმალური უჯრედული ნივთიერებათა ცვლა.

7. ინფექციები

შაქარი – ბაქტერიებისა და მავნე მიკრობებისათვის საყვარელი საკვები. პაციენტებში, რომლებიც შაქარს დიდი რაოდენობით იღებენ, ხშირია საშარდე გზების ინფექციები, პარაზიტებისა და ჭიების ზრდა-გამრავლება.

8. ჭრილობებს სჭირდება დიდი დრო შესახორცებლად

გამომდინარე იქიდან, რომ გლუკოზის დონის მომატებისას ლეიკოციტები ვეღარ ახერხებენ სათანადო რეჟიმში ტრანსპორტირებას და სისხლძრღვების კედლებისაკენ მიდინებას, ჭრილობებს სჭირდება გაცილებით დიდი დრო შესახორცებლად, ვიდრე ჩვეულებისამებრ.

9. კანის სიმშრალე და ქავილის შეგრძნება

როგორც უკვე ვახსენეთ, შაქრის დონის მომატებისას ხშირდება შარდვა და ვკარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს. ყოველივე ამას კანის გამოშრობამდე და აქერცვლამდე მივყავართ.

თუ ეს პრობლემები თქვენთვის კარგად არის ნაცნობი, აუცილებლად შეამცირეთ ყოველდღიურა მირთმეული შაქრის ულუფა.

თუ ეს იფნორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!