ჰიპერპიგმენტაციას სახლის პირობებში რომ ებრძოლოთ და ლაქები ხანმოკლე დროში ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ, გამოიყენეთ მარტივი საშინაო საშუალება

335

ჰიპერპიგმენტაცია – ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის დროსაც კანი იფარება მუქი ფერის ლაქებით. პრობლემას საფუძვლად მელანინის დონის მოჭარბება უდევს.

მზის სხივების მავნე ზეგავლენა, ორსულობა, ასაკობრივი ცვლილებები, წარსულში მიღბული ტრავმები, მემკვიდრეობითობა – ძირითადი ფაქტორები, რომლებიც კანზე ყავისფერი წრეების გაჩენას პროვოცირებს.

გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მზეს, გამოიყენოთ სპეციალური დამცავი კრემები და თავი აარიდოთ სხვადასხვა ჰორმონალური პრეპარატების მიღებას, გირჩევთ, გამოიყენოთ საშინაო საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.

მისი გამოყენებიდან ხანმოკლე დროში ლაქები ნაკლებად შესამჩნევი გახდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაშ კი – ბოლომდე გაქრება.

აიღეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და კარგად მოურიეთ. მიღებული პასტისებრი მასა კარგად შეიზილეთ კანის პრობლემურ მონაკვეთებში, დაიტოვეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ ცივი წყალით.

პროცედურის შემდეგ მაქსიმალურად მოერიდეთ მზეს. თუ ლიმონის წვენი თქვენს კანზე კარგად არ მოქმედებს, ჩაანაცვლეთ ის მცირეოდენი კეფირით ან არაჟნით.

რეცეპტში შემავალი ორივე ინგრედიენტი კვებავს და ატენიანებს კანს, ასევე ათანაბრებს მის ტონს და ამცირებს ლაქებს.