არაფერი ახალისებს ზაფხულის ცხელ დღეს ისე, როგორც პლომბირის ტორტი. მზადდება წუთებში, თეფშიდან მომენტალურად ქრება

10945

ყველაზე გემრიელი დესერტი ზაფხულის ცხელ დღეს – ნაყინი. გახსოვდთ იმ პლომბირის გემო, რომელიც ჩვენს ბავშვობას ახალისებდა და ამრავალფეროვნებდა? მისი ანალოგის მომზადებას მარტივად შეძლებთ სახლში ნატურალური ინგრედიენტებისგან. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? მხოლოდ პლომბირის ტორტი!

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მარტივ რეცეპტს, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ პლომბირის უგემრიელესი ტორტი სახლში. ზაფხულის ცხელ დღეს ეს დესერტი აუცილებლად გაახალისებს. მინდა აქვე გითხრათ, რომ ეს ტორტი იმდენად გემრიელი გამოდის, ის საკმარისი არასდროსაა!

ინგრედიენტები:

  • 500 მლ არაჟანი
  • 150 გრამი შაქარი
  • 50 გრამი კარაქი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 2 ს.კ. სახამებელი
  • 100 გრამი თეთრი შოკოლადი
  • ვაფლის ფენები

ინსტრუქცია: 

1. პლომბირის კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ ერთ ჭურჭელში კვერცხი, შაქარი, სახამებელი და ვანილის შაქარი კარგად. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

2. ათქვეფილ მასაში ჩაამატეთ არაჟანი (20%-იანი ცხიმიანობით) და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.

3. დადგით ჭურჭელი ამ შიგთავსით დაბალ ცეცხლზე. როდესაც მასა შეთბება, ჩაამატეთ კარაქი და მუდმივი მორევის პირობებში მიიყვანეთ დუღილამდე. დუღილის დაწყებიდან კიდევ 4 წუთით დატოვეთ ჭურჭელი ცეცხლზე და როდესაც მასა სათანადოდ გაბლანტდება, გადმოდგით.

4. მიეცით პლომბირის კრემს დრო გასაგრილებლად და შემდეგ შეუდექით ვაფლის ფირფიტებითა და ამ უგემრიელესი კრემით ფენა-ფენად ტორტის აწყობას. ზემოდან მოახეხეთ თეთრი შოკოლადი.

5. შედგით მზა ტორტი მაცივარში და დატოვეთ რამდენიმე საათით. გემრიელად მიირთვით!

პირობას გაძლევთ, როდესაც ამ დესერტს დააგემოვნებთ, ის მაშინვე შეგიყვარდებათ. ჩემს შვილებს უკვე იმდენად უყვართ პლომბირის ტორტი, მის მომზადებას ყოველდღე მთხოვენ.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან!