ჩვენ მოგიზმადეთ 5 საუკეთესო საშინაო საშუალება, რომელთა დახმარებით სწრაფად, მარტივად და აბსოლუტურად უმტკივნეულოდ შეძლებთ მეჭეჭებისა და პაპილომების მოშორებას დამოუკიდებლად.
ეს კეთილთვისებიანი წამონაზარდები ყველაზე ხშირად კისერზე, ზურგზე, იღლიების არეზე და ქუთუთოების კანზე ჩნდება. მართალია, პაპილომები არ წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის, თუმცა საგრძნობლად ადაბლებს ჩვენს თვითშეფასებას.
პაპილომების გაჩენა განპირობებულია რამდენიმე ძირითადი ფაქტორით: დიაბეტი, მემკვიდრეობითობა, ჭრილობის მიღება პარსვის დროს, ჰორმონალური ცვლილებები, გაცხიმოვნება და ა.შ.
როგორ მოვიშოროთ პაპილომები ქირურგიული ჩარევის გარეშე?
საშუალება №1 – ვაშლის ძმარი
კარგად ჩაალბეთ ბამბა ვაშლის ძმარში და დიფინეთ ის ზემოდან წამონაზარდზე. გაიჩერეთ ეს საშუალება სამოქმედოდ დაახლოებით 15 წუთით და შემდეგ მოიშორეთ. ჩაიტარეთ ასეთი პროცედურა დღეში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე. ძალიან მალე ის თავისით, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მოგძვრებათ.
საშუალება №2 – 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა + 1,5 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი
პატარა ჭურჭელში ჩაყარეთ სოდა, დაუმატეთ აბუსალათინის ზეთი და კარგად გადაურიეთ. მიღებული პასტისებრი მასა უხვად წაისვით პაპილომაზე და გაიჩერეთ 30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად იქამდე, სანამ მეჭეჭი არ მოგძვრებათ.
საშუალება №3 – 4 ჩ.კ. ცივი წყალი + 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი
დაამატეთ ჩაის ხის ზეთი ცივ წყალში და კარგად მოურიეთ. ჩაალბეთ ამ ხსნარში ბამბის ნაჭერი და კარგად გაიწმინდეთ პაპილომა მისი გამოყენებით. პროცედურის შემდეგ დაიმუშავეთ წამოანაზარდი ვაშლის ძმრით.
საშუალება №4 – ფრჩხილების ლაქი
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა პაპილომის მოსაშორებლად. კარგად წაისვით ფრჩხილის ლაქი პაპილომაზე და მიეცით მას დრო შესაშრობად. ჩაიტარეთ პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე, რათა ხანმოკლე დროში მიიღოთ სასურველი შედეგი.
საშუალება №5 – ლიმონის წვენი
კარგად წაისვით ლიმონის ახლადგამოწურული წვენი პაპილომაზე და არ მოიშოროთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.
ყველა ამ საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა! ყოველდღიური პროცედურების დაწყებიდან მაქსიმუმ 1 თვეში პაპილომებისა და მეჭეჭებისგან კვალიც კი არ დარჩება.