თუ მიზნად წონისა და წელის გარშემოწერილობის შემცირება გაქვთ დასახული, ეს ხელმისაწვდომი საშინაო რეცეპტი ძალიან დაგეხმარებათ

670

თუ ჭარბ წონას ებრძვით, დაივიწყეთ მკაცრი დიეტები და შეზღუდვები – ასე მხოლოდ ვნებთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, შიმშილით დაკლებული კილოგრამები უკან ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება.

სხეულის სასურველი ფორმების მოსაპოვებლად, პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ დაკავდებით მსუბუქი ფიზიკური აქტივობებით: ისეირნეთ სუფთა ჰაერზე ფეხით ან ველოსიპედით, დაკავდით ცეკვით, ცურვით და ა.შ.

როგორც მოგეხსენებათ, წონის მატებას საფუძვლად ხშირად მეტაბოლიზმის შენელება უდევს. განსაკუთრებით ხშირია ეს პრობლემა 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში, რადგან ასაკის მატება უარყოფითად ისახება ჩვენს ნივთიერებათა ცვლაზე.

თუ სწორი კვების პარალელურად მიიღებთ დღევანდელ ჩვენს სტატიაში წარმოდგენილ მარტივ საშუალებას, შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას და მის მომარაგებას აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით, მეტაბოლიზმის დაჩქარებას, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას და წელის გარშემოწერილობის შემცირებას.

რეცეპტში შემავალი უჯრედისითა და სასარგებლო მინერალებით მდიდარი ნატურალური პროდუქტები გააქტირუებს ცხიმის წვის პროცესს და ხანგრძლივი დროით შეგინარჩუნებთ სინაყრის შეგრძნებას.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

  • ერთი ბანანი
  • 100 მლ ფორთხლის წვენი
  • 3 ს.კ. შვრიის ფანტელები
  • 2 ს.კ. სელის თესლი (წინასწარ უნდა ჩაალბოთ წყალში 2-3 საათით)

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. ბანანს გააცალეთ კანი, დაჭერით პატარა კუბიკებად და ჩაყარეთ ბლენდერში.
  2. დაუმატეთ დარჩნილი ინგრედიენტები და კარგად გადაურიეთ.
  3. მიღებული ერთგვაროვანი მასა გაყავით ორ ულუფად. პირველი ულუფა მიირთვით საუზმობამდე, ხოლო მეორე – საღამოს, ვახშმობის წინ.

კურსის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. როგორც უკვე გითხარით, გარდა წონის დაკლებისა, ეს საშუალება მოგიტანთ უდიდეს სარგებელს.

ამ საშუალებას პირადად ძალიან ვემადლიერები და ჩემი გამოცდილება დღეს თქვენც გაგიზიარეთ. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. არ დაგავიწყდეთ თქვენი გამოცდილების ჩვენთვის გაზიარება.