უბრალო სასმელი, რომლითაც ყავა ჩავანაცვლე. სხვა ნებისმიერ სასმელზე უკეთესად ამხნევებს და ორგანიზმს ენერგიით ავსებს

893

ამ სასმელს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს, რადგანაც მის შემადგენლობაშია ჯანჯაფილი – მცენარე, რომელიც გამოირჩევა ადამიანის ორგანიზმზე განსაკუთრებული მოქმედებით. ჯანჯაფილიანი ელი იდეალური საშუალებაა კუჭის გაღიზიანების, გაციებისა და გრიპის დროს, ხსნის გულისრევას, გმატებთ მადას. ასევე, მას აქვს ანტიმიკრობული მოქმედება ამიტომაც, ყელში ხრინწის გაჩენისთანავე უნდა მიირთვათ ეს სასმელი – დაავადება გაქრება დაწყებამდე.

ასეთი უჩვეულო, არომატული და ძალიან სასარგებლო სასმლის მომზადება საშინაო პირობებში უმარტივესია. თუ ამ პროცესს დროს დაუთმობთ, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით. ჯანჯაფილის ბოლქვი ახლა ხელმისაწვდომია წელიწადის ნებისმიერ დროს. ამ რეცეპტისთვის არა გამომშრალი, არამედ ახალი ბოლქვია საჭირო.

ჯანჯაფილიანი ელი

ინგრედიენტები

  • 4 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ. ჯანჯაფილის დაჭრილი ბოლქვი
  • 2 ს.კ. ლიმონის ახლადდაწურული წვენი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • გაზიანი მინერალური წყალი

მომზადება და გამოყენება

  1. ჩაასხით ქვაბში ორივე სახის წყალი, ჩაყარეთ დაჭრილი ჯანჯაფილი და დადგით დიდ ცეცხლზე.
  2. ადუღების შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი მინიმუმამდე, დაახურეთ სახურავი და ხარშეთ 1 საათით.
  3. მოხსენით თავსახური და გააგრძელეთ ხარშვა კიდევ 30 წუთით.
  4. გამორთეთ ცეცხლი და ამოიღეთ სითხიდან მოხარშული ჯანჯაფილი.
  5. დაუმატეთ ლიმონი და თაფლი, კარგად მოურიეთ. როცა სასმელი ცოტათი გაგრილდება – მზადაა.
  6. გაციების შემთხვევაში, დალიეთ იგი ცხლად. წელიწადის ცხელ დროს კი, როგორც გამაგრილებელი სასმელი, მიირთვით ყინულის კუბებთან და გაზიან სასმელთან ერთად.

ჯანჯაფილს მომხიბვლელი გემო და სურნელი აქვს. ასეთი ელი ყველა ზრდასრულს უყვარს. მისი მომზადება შეიძლება სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელთან ერთად, როგორც ტონიკი. საბავშვო დღესასწაულებზე კი ასეტი წვენი ჩაანაცვლებს გაზიან სასმელებს, რომლებიც მავნეა პატარებისთვის.