თუ გსურთ, გქონდეთ ლამაზი და მოვლილი სახის კანი გამოიყენეთ ვაშლის ძმრის ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი ნიღბები. ვაშლის ძმარი გაჯერებულია კანისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.
ვაშლის ნატურალური მჟავა ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. თუ ნიღბებში ჩაურთავთ ვაშლის ძმარს, მრავალ სარგებელს მოუტანთ კანს. ის წმენდს კანს, ათანაბრებს კანის ტონს, აღიავებს ასაკობრივ ლაქებს, ახორცებს აკნეს ნაწიბურებს და აშორებს მცირე ნაოჭებს. ბუნებრივი მჟავა შესანიშნავად უმკლავდება ბაქტერიებსა და სოკოებს, რომლებიც აქტიურად ვითარდება კანის ზედაპირზე. თუ მჟავას სწორად იყენებთ, ნორმალიზდება მჟავა-ტუტოვანი ბალანსი და კანი ხდება გლუვი და აბრეშუმისებრი.
შემოგთავაზებთ ვაშლის ძმრის ბაზაზე მომზადებული ბიუჯეტური ნიღბების რეცეპტებს.
აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი
მოცემული ნიღაბი აშორებს ცხიმიან მბზინვარებას, კანს ხდის მქრქალს, ავიწროებს ფორებს და ასუფთავებს კანს.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
- თაფლი 2 ჩ. კ.
- ვაშლის ძმარი 4 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
შვრიის ფანტელი დაფქვით და შვრიის ფქვილს დაამატეთ თაფლი, ვაშლის ძმარი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აუცილებლად გაიწმინდეთ სახის კანი და მომზადებული მასა შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის ბოლოს წაისვით ნაკლებად ცხიმიანი მკვებავი საცხი.
ნიღაბი კანის ელასტიურობისთვის
ნიღაბი ამკვრივებს, კვებავს კანს და ანიჭებს ელასტიურობას.
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ცალი პატარა კიტრი
- 3 ს. კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ცალი კვერცხის გული
- მესამედი ჩ. კ. ვაშლის ძმარი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კიტრი გახეხეთ, გამოწურეთ წვენი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, ვაშლის ძმარი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე, დეკოლტეს ზონაზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის
ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი ლოსიონის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- მწვანე ჩაის მაგარი ნაყენი 5 ს. კ.
- ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ლოსიონი დღეში ერთხელ, ძილის წინ, წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე.
ერთ ჯერზე მომზადებული ლოსიონი გამოსაყენებლად ვარგისია 3 დღე. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.
სახის კანის მათეთრებელი ნიღაბი
მათეთრებელ ნიღაბი ხელს უწყობს სახის კანის პატარ-პატარა ხარვეზების აღმოფხვრას. დროთა განმავლობაში კანის ტონი გითანაბრდებათ, ლაქები და აკნეს ნაწიბურები გიქრებთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
- ვაშლის ძმარი 1 ჩ. კ.
- ნახევარი ლიმონის წვენი
- თაფლი 1 ს. კ.
- სოდა 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ლიმონის წვენს შეურიეთ წყალი და ვაშლის ძმარი. ღრმა თასში ჩაყარეთ სოდა და ნელ-ნელა დაასხით მომზადებული თხევადი ნარევი. შემდეგ დაამატეთ თაფლი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე და გაიჩერეთ 10 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ ჯერ თბილი წყლით, შემდეგ_ცივით.
ნიღბების გამოყენებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. მაჯაზე ან იდაყვის შიგნითა მხრიდან კანზე წაისვით ძალიან ცოტა და დააკვირდით რამდენიმე წუთი. თუ არ მოჰყვა ალერგიული გამოხატულება, თამამად გამოიყენეთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაბამისი ნიღაბი.