8 მარტივი ხერხი, რომელიც მხედველობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ, თანაც მინიმალურ დროში

1839

თუ კუნთებს არ გამოიყენებთ, ისინი სუსტდება – ეს ჩვენს თვალის კუნთებსაც ეხება.

თითოეული ჩვენგანი, თითქმის ყოველდღე, იცქირება მონიტორში, კითხულობს წიგნს და არ იყენებს თვალებს შორს ხედვისთვის. ასე თანამედროვე ახლომხედველობა ჩნდება. ეს ყველაზე უარესად სიბერეში აისახება. თუ. ამავდროულად, სათვალეებსაც ატარებთ, სიტუაციას ძლიერ აუარესებთ.

ბუნებრივია, პროცესის შესაჩერებლად თვალის კუნთები უნდა ავარჯიშოთ და მუდმივ ტონუსში ამყოფოთ.

ჩემი ექიმი ამბობს, რომ მონიტორთან ყოველი სამწუთიანი მუშაობის შემდეგ თვალები 10 წამით უნდა დავასვენოთ და გავიხედოთ შორს, შემდეგ დავახამხამოთ, ისევ გავიხედოთ და გავაგრძელოთ მონიტორთან მუშაობა.

წარმოგიდგენთ თვალის 8 ყველაზე ეფექტურ რიტუალს.

1. შეასრულეთ ეს მოძრაობები თვალებით ყოველდღე, რიგის მიხედვით.

2. თუ სათვალეებს ატარებთ, თანდათან შეზღუდეთ მისი ტარების დრო დღის განმავლობაში. მოიხსენით უფრო ხშირად. ეცადეთ, თვალები დამოუკიდებლად მუშაობას მიაჩვიოთ.

3. გაიკეთეთ მასაჟი თვალებზე რბილი, წრიული მოძრაობებით. მასაჟი სურათზე მოყვანილი წერტილების მიხედვით უნდა შესრულდეს.

4. სუფთა ჰაერზე სეირნობის დროს ეცადეთ, უფრო ხშირად იყუროთ სადღაც შორს და არა ფეხებზე. ეს თვალის კუნთებს ფორმაში დააბრუნებს.

5. მიირთვით სტაფილოს წვენი და თვითონ სტაფილო.

6. როცა თვალების დაღლილობას გრძნობთ, გამოივლეთ თბილი წყლით.

7. არ უცქიროთ კომპიუტერების, სმარტფონებისა და ტელევიზორების ეკრანებს დაძინებამდე 2 საათით ადრე მაინც.

8. სცადეთ ინდური სავარჯიშო “ტრატაკა”.

ეს ყველაფერი თქვენს თვალებსაც და გონებასაც დაეხმარება განტვირთვასა და გაჯანსაღებაში.