ვაშლის ღვეზელის გერმანული რეცეპტი. ხაჭოს, ვაშლისა და დარიჩინის კომბინაცია დაუვიწყარ გემოს ქმნის

267

შემოგთავაზებთ ვაშლის უგემრიელესი და უნაზესი ღვეზელის რეცეპტს. ვაშლის, ხაჭოსა და დარიჩინის კომბინაციით მიიღებთ საოცრად გემრიელ დესერტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
  • კარაქი 100 გრ
  • არაჟანი 50 გრ
  • შაქარი 2 ს. კ.
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • სოდა მესამედი ჩ. კ.

ხაჭოს ფენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 250 გრ
  • შაქარი მესამედი ჩ. ჭ.
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • ვანილი

ვაშლის ფენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 4-5 საშუალო ზომის ვაშლი (უმჯობესია ანტონოვკა)
  • ცოტა დარიჩინი
  • ბეზეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
  • 3 ცალი კვერცხის ცილა
  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ლიმონის წვენი ნახევარი ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. 1 ცალი კვერცხის გული, შაქარი, გამდნარი კარაქი, არაჟანი და სოდა აურიეთ.
  2. ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ფქვილი. მიიღებთ რბილ ცომს.
  3. მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ საცხობი ფორმის ზედაპირზე და ამოიტანეთ გვერდებზეც.
  4. ხაჭოს შეურიეთ შაქარი, ვანილი, 2 ცალი კვერცხის გული და თანაბრად გაანაწილეთ ცომზე.
  5. ვაშლი დაჭერით თხელ ნაჭრებად და ხაჭოს ფენაზე ლამაზად დააწყვეთ. შემდეგ მოაფრქვიეთ დარიჩინი.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.
  7. ამზადებთ ბეზეს: კვერცხის ცილა ათქვიფეთ. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შაქარი და ლიმონის წვენი.
  8. ნამცხვარი გამოიღეთ ღუმელიდან, გადაუსვით ბეზე და კვლავ 10 წუთით შედეთ ღუმელში. ტემპერატურას დაუწიეთ 170 გრადუსამდე.

გემრიელად მიირთვით!