გიყვართ მზესუმზირა? ძალიან გაგიმართლათ! ის მართლაც ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მარცვლებს გონივრული რაოდენობით მივირთმევთ.
გული – უმნიშვნელოვანესი ორგანო ადამიანის ორგანიზმში. ცხოვრების თანამედროვე სტილიდან გამომდინარე, ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა ზიანდება, ბინძურდება და თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი სერიოზული პრობლემა.
თუ კარგი ჯანმრთელობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გსურთ, თქვენ აუცილებლად უნდა იზრუნოთ რეგულარულად სისხლძარღვებისა და არტერიების გაწმენდაზე.
გულის კუნთის გაძლიერება, სისხლძარღვების გაწმენდა, ორგანიზმის მომარაგება სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით მარტივად არის შესაძლებელი ხალხური საშუალებით, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც სწორედ მზესუმზირა წარმოადგენს.
ამ სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ მზესუმზირის მარცვლები და წყალი დაგჭირდებათ.
ყველა ადამიანისთვის საყვარელი ეს მარცვლები შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიტამინებსა (განსაკუთრებით ჭარბია ვიტამინ B1 და E) და მინერალებს. 100 გრამ მზესუმზირის მარცვლებში დაახლოებით 270 მილიგრამი ფიტოესტროგენების აღმოჩენაა შესაძლებელი.
ფიტოესტროგენი – ეს არის შენაერთი, რომელსაც ვხვდებით სხვადასხვა მცენარეებში. მისი ქიმიური სტრუქტურა ძალიან ჰგავს ქოლესტერინს. მიუხედავად ამისა, რეგულარულად მზესუმზირის მარცვლების მირთმევით თქვენ შეძლებთ სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარი კარგ ჯანმრთელობას ეხება.
გარდა ქოლესტერინის დონის შემცირებისა, მზესუმზირა აძლიერებს იმუნურ სისტემას და თავიდან გვარიდებს კიბოს ზოგიერთ სახეობას. სხვადასხვა ელემენტების წყალობით, რომელთა დიდ ბუნებრივ წყაროს სწორედ ეს მარცვლები წარმოადგენს, შეძლებთ გულ-სისხძარღვთა სისტემის გაძლიერებას და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის გაუმჯობესებას.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა მზესუმზირის გარჩეული მარცვლები;
- 0,5 ლიტრი წყალი.
მომზადებისა და მიღების წესი:
- აადუღეთ ნახევარი ლიტრი წყალი და დაასხით მზესუმზირის გარჩეულ მარცვლებს.
- ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ნარევი 2 საათით.
- 2 საათის შემდეგ გადაწურეთ სითხე მუქი ფერის სუფთა ბოთლში. მარცვლები აღარ დაგჭირდებათ.
- მიირთვით ნახარში ყოველ დილას, უზმოზე.
გარდა გულის კუნთის გაძლიერებისა, სისხლძარღვების გაჯანსაღებისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა, მოცემული საშუალება არაჩვეულებრივია ოსტეოპოროზის დროს.
მზესუმზირის მარცვლები შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმსა და ფოსფორს. როგორც მოგეხსენებათ, თითოეული ეს მინერალი აუცილებელია ჩვენი ძვლების ჯანმრთელობისთვის. E ვიტამინი, რომელსაც ჭარბად შეიცავს მოცემული პროდუქტი, საგრძნობლად გვიმსუბუქებს სახსრების ტკივილს.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, მაგნიუმი ძალზედ მნიშვნელოვანი ელემენტია ნერვული სისტემისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ მზესუმზირის მარცვლები მდიდარია სხვადასხვა ვიტმაინებითა და მინერალებით, სტატიაში წარმოდგენილ საშუალებას დადებითი გავლენა აქვს ჩვენი თმის, ფრჩხილებისა და კანის მდგომარეობაზე.
გიყვართ მზესუმზირა? რამდენად ხშირად მიირთმევთ მას? არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრის დაფიქსირება კომენტარების ველის მეშვოებით. გისურვებთ ჯანმრთელობას!