დღეში ორი 20 წუთიანი პროცედურა საკმარისია, რათა სამუდამოდ დაამარცხოთ ჰემორეა (ბუასილი)

5050

ჰემორეა, იგივე ბუასილი – დაავადება, რომელიც უდიდეს დისკომოფრტს გვიქმნის. ამ დროს გვიჭირს ჯდომა, გადაადგილება, საპირფარეშოში გასვლაც კი ხშირად აგონიის ტოლფასია. ამ უსიამოვნო მოვლენას იწვევს ზედმეტი ზეწოლა მსხვილი ნაწლავის ვენებზე. თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ, თითოეული ჩვენი დღე ჯოჯოხეთურ ტანჯვა-წამებად შეიძლება იქცეს.

გაბერილი ვენების ანთება შეძლება მიმდინარეობდეს როგორც უშუალოდ ანალურ ხვრელში (შინაგანი ჰემორეა), ასევე მის გარეთაც (გარეგანი ჰემორეა). დიარეა, ყაბზობა, ორსულობა და გაცხიმოვნება – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც ბუასილის განვითარების რისკს საგრძნობლად ზრდის. პროქტოლოგების შეფასებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50 წელს გადაცილებული ადამიანების დაახლოებით ნახევარი ამ უსიამოვნო დაავადებისგან იტანჯება. ჰემორეა ისტორიაში “საიმპერატორო დაავადებს” სახეწლოდებითაც შევიდა.

ფილ მეისონი, ავტორი წიგნისა “ნაპოლეონის ჰემორეა და სხვა უმნიშვნელო მოვლენები, რომლებმაც ისტორია შეცვალა”, გვიყვება: “უშუალოდ ვატერლოოს შტურმის წინ ნაპოლეონს ბუასილის მწვავე შეტევა დაეწყო, რამაც იმპერატორს ცხენზე ჯდომასა და მებრძოლებისთვის ბრძანებების გაცემაში შეუშალა ხელი”.

ამ უსიამოვნო მოვლენამ ფრანგ იმპერატორს საკუთარი პოლკოვნიკური ნიჭის გამოხატვაში მაქსიმალურად შეუშალა ხელი და ვატერლოოს ბრძოლაშიც დიდი მარცხი განიცადა. მოკლედ რომ ვთქვათ, ნაპოლეონის უმთავრესი მტერი სწორედ ჰემორეა აღმოჩნდა, რომელმაც ყველაზე უდროო დროს შეიძლება იჩინოს თავი და შეგვიქმნას ძალიან დიდი დისკომფორტი.

როგორ ვუმკურნალოთ ბუასილს სახლის პირობებში

1. თბილი აბაზანები

თბილი წყალი, რომელიც ფარავს ბარძაყებსა და თეძოებს, სწრაფად ამშვიდებს და ხსნის სპაზმებს. თუ ბუასილის დამარცხება და უსიამოვნო შეგრძნებების სწრაფად მოშორება გსურთ, ასეთი აბაზანა დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ უნდა ჩაიტაროთ, აუცილებლად მსხვილი ნაწლავის დაცლიდან 20 წუთის შემდეგ. აბაზანის მიღების შემდეგ დაზიანებული ზონა აუცილებლად კარგად უნდა გაიმშრალოთ.

2. გლიცერინი და მარილი

ინგლისური მარილისა (იგივე მაგნიუმის სულფატი) და გლიცერინის ნარევი სწრაფად მოგიხსნით ტკივილს, ჩაახშობს ანთებასა და უსიამოვნო შეგრძნებებს. შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში თანაბარი, გაახვიეთ მარლის ქსოვილში და დაიდეთ პრობლემურ ადგილას 15-20 წუთით. მაქსიმალურად სწრაფი შედეგის მისაღებად, რეკომენდებულია პროცედურის ჩატარება ყოველ 4 ან 6 საათში ერთხელ. არაჩვეულებრივი იქნება, თუ მცირეოდენ ამ ნარევს თბილ აბაზანაშიც ჩაამატებთ, რომლის შესახებაც წინა პუნქტში ვისაუბრეთ.

3. ყინულის კუბიკები

ყინული ჰემორიის დროს საკმაოდ ხშირად გამოიყენება. გაახვიეთ ყინულის კუბიკები ქსოვილში, დაიდეთ სხეულის პრობლემურ მონაკვეთზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით. ასე სწრაფად შეიმცირებთ შეშუპებასა და ტკივილის შეგრძნებას.

4. უბრალო ვაზელინი

ეს უძველესი საშუალება მინიმალურ დროში ამსუბუქებს ბუასილითვის დამახასიათებელ უსიამოვნო სიმპტომებს დამცავი ფენის წარმოქმნის გზით. კარგად წაისვით ვაზელინი ჰემოროიდულ კვანძებზე, ზემოდან დაიფინეთ რბილი ქსოვილი და დაწექით მუცელზე ისე, რომ თეძოები ოდნავ მაღლა გქონდეთ წამოწეული. ვაზელინის დახმარებით თქვენ მარტივად შეამცირებთ ქსოვილების შეშუპებას და მოიხსნით ტკივილს.

5. ატარეთ ბამბის საცვლები

ნატურალური ბამბის ქსოვილი თავიდან აგარიდებთ ზედმეტი ტენის ფორმირებას და ბუასილის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებას. ნუ ჩაიცმევთ ზედმეტად მჭიდრო ტანსაცმელს.

6. აუცილებელი დასვენება

წოლითი რეჟიმი რამდენიმე დღის განმავლობაში აუცილებელია, რათა შეძლოთ ანთების ჩახშობა და გაღიზიანებული ჰემოროიდული ვენების დამშვიდება. ძილი მუცელზე, ბარძაყების ქვეშ ამოდებული ბალიშით, საგრძნობლად შეამცირებს შეშუპებას.

7. შეცვალეთ ჩვევები

არასდროს მოითმინოთ, გაეშურეთ საპირფარეშოსკენ მაშინვე, როგორც კი ამის საჭიროებას იგრძნობთ. დაჯექით უნიტაზზე ისე, რომ ფეხები ოდნავ მაღლა გქონდეთ (დაიდეთ პატარა სკამი). გახსოვდეთ, თქვენთვის საპირფარეშოში დიდი ხნით ჯდომა კატეგორიულად აკრძალულია, ასე მხოლოდ გაამწვავებთ სიტუაციას. თუ არ გსურთ სისხლის მიწოდების სტიმულირება ისედაც გაბერილი და შეშუპებული ვენებისთვის, ადექით მაშინვე, როგორც კი სამქეს მოითავებთ.

8. დაამარცხეთ ყაბზობა უჯრედისის, წყლისა და პრობიოტიკების დახმარებით

მიირთვით უჯრედისით მდიდარი შემდეგი საკვები: შავი ქლიავი, ვაშლი, სტაფილო, ბარდა, ბროკოლი, ისპანახი, კომბოსტო და შვრია. მიირთვით მაწონი ბიფიდობაქტერიებით – ის ყაბზობის ყველაზე ძლიერი მტერია. დღის განმავლობაში დალიეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი.

9. მიანდეთ თქვენი ჰემორეა ჰომეოპათს

აუცილებლათ მიმართეთ გამოცდილ ექიმ-ჰომეოპათს რეკომენდაციების მისაღებად, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ამ უსიამოვნო პრობლემის გადასაჭრელად. ბუასილის სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ეფექტური საშუალება ცხენის წაბლია.

ჟურნალ “Alternative Medicine Review”-ში დაბეჭდილი კვლევის შედეგების თანახმად, ცხენის წაბლი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, კაპილარულ დინებასა და სისხლძარღვების ტონუსს. თუ ცხენის წაბლის ყვავილების ნაყენებსა და ნახარშებს აბაზანებში ჩაამატებთ, დაახლოებით 2 კვრიაში უსიამოვნო სიმპტომები გაქრება.

აქვე გვსურს, რეკომენდაცია გავუწიოთ ფლემინგის მალამოს, რომელიც შეიცავს გულყვითელას, ცხენის წაბლის, ჰამამელისისა და მენთოლის ექსტრაქტებს. ასეთი შემადგენლობის წყალობით, ეს მალამო მარტივად ანადგურებს ბაქტერიებს და აჩერებს სისხლდენას.

ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ ებრძოლოთ პრობლემას სახლის პირობებში მარტივად, თანაც მინიმალური დანახარჯით. გაითავლისწინეთ ეს რეკომენდაციები, რათა უსიამოვნო შეგრძნებები მალევე გაქრეს და პრობლემა წარსულში დარჩეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!