წლებია სააღდგომო პასკას მე და ჩემი მეგობრები ამ რეცეპტის მიხედვით ვამზადებთ

8480

შემოგთავაზებთ უგემრიელესი პასკის რეცეპტს. წლებია უკვე ამ რეცეპტის მიხედვით ვაცხობთ პასკას მე და ჩემი მეგობრები. დაიცავით ყველა წესი, შეასრულეთ ყველა მითითება და მოამზადებთ უგემრიელეს, არომატულ და მძიმე პასკებს. ძლებს რამდენიმე კვირა და რაც უფრო ძველდება, მით უფრო გემრიელდება.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კვერცხი 10 ცალი
  • შაქარი 1 კგ 200 გრ
  • ფქვილი 3 კგ
  • მშრალი საფუარი (სასურველია გამოიყენოთ ,,იამუნას“ საფუარი) 7 ს. კ.
  • რძე 1 ლ
  • კარაქი (82,5%-იანი ცხიმიანობის) 500 გრ
  • ზეთი 1 ჩ. ჭ.
  • შავი ქიშმიში 300 გრ
  • ცუკატები 200 გრ
  • ვანილი
  • ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა
  • ჯავზი, ილი, დარიჩინი (გემოვნების მიხედვით)

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ფორთოხლის კანები მოათავსეთ მინის კონტეინერში, დაამატეთ სანელებლები (თქვენთვის სასურველი რაოდენობის), დაასხით კონიაკი, 1 ცალი ლიმონის წვენი და დაახურეთ ხუფი. სასურველია, თუ ნაყენს მოამზადებთ წინა დღით.
  2. პასკის ცომის მომზადება დაიწყეთ საღამოს.
  3. ქიშმიში და ცუკატები გარეცხეთ, გააშრეთ, მოაყერთ 1-2 ს. კ. ფქვილი და მსუბუქად აურიეთ.
  4. ღრმა ჭურჭელში ჩაასხით ნახევარი ლიტრი თბილი რძე. რძეში გახსენით საფუარი, 1 ს. კ. შაქარი და ცოტა ხანს გააჩერეთ.
  5. თბილი რძის დარჩენილ ნაწილში ჩაადეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, ჩაასხით ნახევარი ჩ. ჭ. ზეთი და მოურიეთ. კარაქი თანდათან გადნება.
  6. კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. გულებს დაამატეთ დარჩენილი შაქარი, ვანილი და მიქსერით ათვქვიფეთ გათეთრებამდე.
  7. ცალკე ათქვიფეთ ცილა. შემდეგ ცილისა და გულის მასები გააერთიანეთ.
  8. დიდ თასზე დაყარეთ გაცრილი ფქვილი. დაასხით ჯერ საფუვრიანი რძე, შემდეგ_ რძის და კარაქის მასა და მოზილეთ ცომი. ნაწილ-ნაწილ ამატებთ კვერცხიან მასას. ცომს ზელთ ხელით და თანდათან ამატებთ ცოტა-ცოტა ზეთს (დარჩენილ ნახევარ ჩაის ჭიქას).
  9. მზა ცომი თბილად შეფუთეთ და დატოვეთ მთელი ღამე. ჩაზელა არ სჭირდება.
  10. დილით ცომი ჩაზილეთ. შემდეგ დაამატეთ ქიშმიში, ცუკატები, ერთი ცალი ლიმონის ცედრა, სანელებლებით გაჯერებული კონიაკი და ერთხელ კიდევ კარგად ჩაზილეთ ცომი. მიიღებთ გლუვ, სურნელოვან და წებოვან ცომს.
  11. მზა ცომი გაანაწილეთ თქვენთვის სასურველი ზომის ფორმებში. ცომით გაავსეთ ფორმის ნახევარი. თბილად შეფუთეთ და გააჩერეთ 5-6 საათი.
  12. ღუმელი გააცხელეთ 150-140 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად სჭირდება 40-დან 60 წუთამდე. გამომცხვარია თუ არა აუცილებლად შეამოწმეთ ჩხირით.

პასკები მორთეთ თქვენი გემოვნების მიხედვით და გემრიელად მიირთვით!