შემოგთავაზებთ უგემრიელესი ფუნთუშების რეცეპტს. ფუნთუშებს ამზადებთ ტაფაზე და ავსებთ გამდნარი შოკოლადით.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 200 მლ
- საფუარი 1 ჩ. კ.
- კვერცხი 1 ცალი
- შაქარი 2 ს. კ.
- ფორთოხლის ცედრა 1 ს. კ.
- ფქვილი 400 გრ
- მარილი 1 ჩ. კ.
- კარაქი 1 ს. კ.
- შოკოლადი (რძიანი ან მწარე თქვენი გემოვნების მიხედვით)
- შაქრის ფხვნილი ზემოდან მოსაფრქვევად
მომზადების წესი:
1. თბილ რძეში გახსენით შაქარი, მარილი და საფუარი.
2. დაამატეთ კვერცხი და ფორთოხლის ცედრა. ნაწილ-ნაწილ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. ბოლოს შეაზილეთ დარბილებული კარაქი.
3. მზა ცომს გადააფარეთ ტილო და 1 საათით დადეთ სითბოში.
4. აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ საშუალო სისქის ფენად. ფენა დაჭერით გრძივ ზოლებად.
5. ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ. ცხელ ზეთში ჩააწყვეთ ფუნთუშები და შეწვით ორივე მხრიდან. მზა ფუნთუშები დააწყვეთ ხელსახოცზე.
6. შოკოლადი გაადნეთ და გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში. ფუნთუშა ოდნავ გახსენით, შეავსეთ გამდნარი შოკოლადით და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!