ფორების გაწმენდა იოლია მარტივი რეცეპტით. შავი წერტილები დიდხანს აღარ შეგაწუხებთ

1149

შავი წერტილები, იგივე კომედონები, ფერიმჭამელები, ჩნდება ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე და სახისა და სხეულის სხვა უბნებზე. იქ, სადაც უფრო ჭარბადაა განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლები.

რა იწვევს შავი წერტილების წარმოქმნას?

  • არასწორი კვება. ცხიმიანი, ცხარე და ტკბილი საკვების ჭარბად მიღების დროს ცხიმოვან ჯირკვლებს ვაიძულებთ, იმუშაოს ,,გაძლიერებულ რეჟიმში“. კანის ცხიმოვანი ჯირკვლის ჰიპერფუნქციონირება კი იწვევს სადინარის დაცობას, ზედმეტი ცხიმის დაგროვებას და ფორების გადავსებას ცხიმით, მკვდარი უჯრედებითა და ჭუჭყით.
  • ჰორმონალური ცვლილებები. ორსულობის დროს, კრიტიკული დღეებში და მოზარდებში კანის მდგომარეობა უარესდება. ამ პერიოდში გჭირდებათ კანის რეგულარულად გაწმენდა და  მოთმინება. ჰორმონალური ფონი დარეგულრდება და კანის მდგომარეობაც გაუმჯობესდება.
  • არასწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები.

შემოგთავაზებთ ბიუჯეტური და ეფექტური ნიღბის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ფორების გაწმენდას, დანეკროზებული უჯრედების მოშორებას.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჟელატინი ნახევარი ჩ. კ.
  • რძე ან წყალი 1 ჩ. კ.
  • აქტივირებული ნახშირი ნახევარი აბი

მომზადების წესი:

აქტივირებული ნახშირის აბი დაფშხვენით და შეურიეთ ჟელატინი. შემდეგ დაასხით რძე და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა 15 წამით შედეთ მიკროტალღურ ღუმელში.

შხაპის მიღების შემდეგ, როდესაც ფორები დაორთქლილია და ღიაა, თბილი მასა გადაისვით თხელ ფენად და დაელოდეთ გაშრობას. გასაშრობად დასჭირდება 10-15 წუთი. წარმოიქმნება ერთგვარი აპკი. შეეცადეთ, აიძროთ მთლიანად.

ნიღაბი გაიკეთეთ სასურველი შედეგის მიღებამდე კვირაში 1-2-ჯერ.