შემოგთავაზებთ ყველის სოუსის რეცეპტს. სოუსი ძალიან უხდება მაკარონს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 2 ს. კ.
- რძე 1 ჩ. ჭ.
- კარაქი 50 გრ
- ზეთი 50 მლ
- მარილი, შავი პილპილი, ძირა, რეჰანი (გემოვნების მიხედვით)
- გახეხილი ყველი (შეგიძლიათ 2 სახის ყველი გამოიყენოთ) 200 გრ
მომზადების წესი:
- ზეთი ჩაასხით სქელძირიან ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. ცხელ ზეთს დაამატეთ ფქვილი და ურევთ, სანამ მასა არ გახდება ოქროსფერი.
- შემდეგ ნელ-ნელა დაასხით რძე, მორევა არ შეწყვიტოთ და აადუღეთ.
- ადუღებულ მასას ამატებთ გახეხილ ყველს და ურევთ განუწყვეტლივ.
- მიღებული მასა შეაზავეთ ინგრედიენტების ჩამონათვალში მოცემული სანელებლებით. ბოლოს შეურიეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და უგემრიელესი სოუსიც მზად არის.
- სუფრაზე წარადგინეთ ცხელი. შეგიძლიათ სოუსში 2-3 წუთით მოთუშოთ მოხარშული მაკარონი.
სოუსი უხდება როგორც მოხარშულ, ისე შემწვარ კარტოფილს. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!