მანის ბურღულით მომზადებული ეს დესერტი ნამდვილი საოცრებაა. შოკოლადისა და კარამეზირებული ვაშლის კომბინაცია დაუვიწყარ გემოს ქმნის

434

შემოგთავაზებთ შოკოლადისა და ვაშლის საოცარი არომატების შერწყმით მომზადებული უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ფქვილის ნაცვლად იყენებთ მანანის ბურღულს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ვაშლი 3 ცალი
  • კარაქი 50 გრ
  • შაქარი მეოთხედი ჩ. ჭ.
  • მანანის ბურღული 200 გრ
  • შაქარი 150 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • უცხიმო კეფირი 250 მლ
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • კაკაო 20 გრ

მომზადების წესი:

  1. კეფირს დაამატეთ კვერცხი, 150 გრ შაქარი, კაკაო, სოდა, მანანი აურიეთ და გააჩერეთ გასქელებამდე.
  2. ვაშლი გათალეთ და თითოეული დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. შემდეგ ვაშლის ნაჭრები ჩააწყვეთ გამდნარ კარაქში, მოაყარეთ მეოთხედი ჩ. ჭ. შაქარი და აურიეთ. გააჩერეთ 10 წუთი.
  3. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა. ფოლგა ამოიტანეთ გვერდებზეც და წაუსვით ცხიმი. ფორმის ძირზე დააწყვეთ კარამელიზებული ვაშლის ნაჭრები და ზემოდან მოასხით შოკოლადის ცომი.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25 წუთი.

ღვეზელი ამოიღეთ ფორმიდან და ამოაბრუნეთ. გაგრილების შემდეგ დაფარეთ შაქრის ფხვნილით და  გემრიელად მიირთვით!