როგორ განვდევნოთ უარყოფითი ენერგეტიკა სახლიდან წყლის, მარილისა და სოდის დახმარებით

3530

მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, მშფოთვარება, აპათია, ნერვოზულობა და დეპრესია – სავსებით შესაძლებელია, ყოველივე ეს არა მხოლოდ გადაღლილობის, არამედ სახლში დაგროვებული უარყოფითი ენერგეტიკის შედეგი იყოს.

თუ ჩამოთვლილი უსიამოვნო შეგრძნებები თქვენი ცხოვრების თანამგზავრად და ჩვეულ მოვლენად იქცა, აფთიაქში წასვლისა და ვიტამინური კოპლექსების შეძენის ნაცვლად, აუცილებლად ცადეთ სახლში ენერგეტიკის გაწმენდა, რაშიც წყლის, მარილისა და ძმრის მარტივი კომპოზიცია დაგეხმარებათ.

როგორ განვდევნოთ უარყოფითი ენერგია

რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ამ პრაქტიკის ეფექტურობას ძალიან ბევრი ადამაინი ადასტურებს. თუ დახმარებისთვის წყლის, მარილისა და ძმრის ნარევს მიმართავთ, თქვენს სახლში აურის ცვლილებას აუცილებლად იგრძნობთ.

დაგჭირდებათ:

  • მინის ჭიქა (აუცილებლად გამჭვირვალე)
  • მსხვილკრისტალებიანი მარილი, სუფრის ძმარი და წყალი

ინსტრუქცია: 

მინის მშრალ და სუფთა ჭიქაში სამივე ინგრედიენტს ვათავსებთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით და კარგად ვურევთ. როდესაც ყველა კომპონენტი ერთმანეთში ბოლომდე გაიხსნება, ჭიქას ვდგამთ სახლის იმ ნაწილში, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებთ და სადაც გვაქვს ეჭვი, რომ უარყოფითი ენერგეტიკა ყვეალზე ჭარბი რაოდენობითაა დაგროვებული.

ამ პრაქტიკის მიმდევრების მტკიცებით, მოცემული საშუალება შთანთქავს ჰაერიდან უარყოფითად დამუხტულ იონებს, გამოიმუშავებს დადებით ვიბრაციებს და წმენს ოთახს უარყოფითი ენერგეტიკისგან.

ხსნარი უნდა შეცვალოთ ყოველდღიურად. პროცედურა უნდა გაიმეოროთ რეგულარულად იქამდე, სანამ თქვენი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სასიცოცხლო ტონუსის ამაღლებას არ იგრძნობთ.

რას ფიქრობთ თქვენ? გჯერათ თუ არა მსგავსი პრაქტიკების? აუცილებლად მოგვიყევით თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით.