მანანის ბურღული და ნაღები – ორკომპონენტიანი ნიღაბი პილინგ ეფექტით ძვირადღირებული პროდუქციის ბიუჯეტური ალტერნატივაა

198

შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებული სკრაბის რეცეპტს, რომელიც ეფექტურად წმენდს სახის კანს, ახალისებს და ანიჭებს ჯანსაღ იერს. სასურველ შედეგს მიიღებთ  რამდენიმე გამოყენების შემდეგ.

სახის პილინგისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ მანანის ბურღული და ნაღები.

  • აიღეთ იმ რაოდენობის მანანის ბურღული და ნაღები (ნაკლებად ცხიმიანი), რომ მიიღოთ სქელი ფაფისებური მასა.
  • მომზადებისთანავე, მანანი არ უნდა გაფუვდეს, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ და მსუბუქად ნოტიო კანზე. წმენდას აგრძელებთ რამდენიმე წუთი.
  • პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.

მოცემული სკრაბით პილინგი განკუთვნილია მშრალი ტიპის კანისთვის. შეგიძლიათ ნაღები ჩაანაცვლოთ ფერმენტირებული რძის სხვა პროდუქტებით: არაჟანი, კეფირი, იოგურტი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილის, ბოსტნეულის ან კენკრის წვენი.