გოგრის თესლი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. მხოლოდ 10 გრ გოგრის თესლი აწვდის ადამაინის ორგანიზმს მაგნიუმის, ცილის, რკინისა და ფოსფორის დღიურ ნორმას.
რატომ უნდა მივირთვათ გოგრის თესლი?
- გოგრის თესლი ამცირებს მაღალ წნევას, აძლიერებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. გოგრის თესლი წმენდს ორგანიზმს მძიმე მეტალებისგან.
- საუკეთესო საშუალებაა გულძმარვის, ორსულთა ტოქსიკოზის დროს, ამცირებს გულისრევის შეგრძნებას.
- გოგრის თესლი დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობაზე.
- მიუხედავად ამდენი დადებითი ასპექტისა, შეიძლება გოგრის თესლი საზიანოც იყოს. პირველ რიგში, ეს ეხება იმ ადამიანებს ვინც ქერქს კბილებით არჩევს. ამ დროს ზიანდება კბილის ემალი. ასე რომ, უმჯობესია, გაარჩიოთ ხელით.
- ნაწლავის გაუვალობისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე სტადიაში არსებული პრობლემებისა და მჟავიანობის მომატებისას, გოგრის თესლის გამოყენება შეიძლება საზიანო იყოს.
დღიურ ნორმას წარმოადგენს 100 გრ გოგრის თესლი. არ მიირთვათ მოხალული და მარილიანი სახით.
არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალური შეუწყნარებლობა ამ პროდუქტის მიმართ. დღეში 10 გრამი თესლი არ დააზარალებს თქვენს ჯანმრთელობას.
კარგად დაღეჭეთ გოგრის თესლი, უფრო მარტივად მოსანელებელია, კარგად შეიწოვება და ორგანიზმს მიაწვდით ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებას, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს.
აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კომენატარების ველის მეშვეობით. გისურვებთ ჯანმრთელობას!