თეთრი ქსოვილი ისეთივე ქათქათა და ბზინვარე რომ იყოს, როგორც შეძენისას, გამოიყენეთ ნატურალური და ბიუჯეტური საშუალებები

4695

იმისათვის, რომ თეთრ ნივთებს შევუნარჩუნოთ სიქათქათე, ვიყენებთ საკმაოდ ძვირადღირებულ ფხვნილებსა და   მათეთრებლებს, მაგრამ სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ ვიღებთ. სწორედ ამიტომ, მივმართავთ სხვადასხავა ხრიკებს, გაგონილსა თუ ნანახს და სახლში მომზადებული ხსნარების საშუალებით ვუნარჩუნებთ თეთრ ნივთებს პეწს.

შემოგთავაზებთ ალტერნატიულ გზებს:

სოდა

200 გრ სოდა გახსენით 4 ლ ცხელ წყალში და ჩაალბეთ თეთრი ნივთები. გააჩერეთ რამდენიმე საათი და შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით. სასურველ შედეგს მიიღებთ მათეთრებლის გარეშე.

ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა)

გაყვითლებული სამოსის ან სხვა ნივთების გაქათქათებას შეძლებთ ასპირინით. 1 ლ წყალზე დაგჭირდებათ 5 აბი ასპირინი. აბები დაფშხვენით და გახსენით 1 ლ თბილ წყალში. მომზადებულ ხსნარში ჩაალბეთ გაყვითლებული ნივთები და  გააჩერეთ ერთი საათი. შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

შეგიძლიათ 5-7 აბი ასპირინი შეყაროთ დოლურაში.

ლიმონის წვენი

შემოგთავაზებთ ლიმონის წვენის გამოყენების რამდენიმე გზას.

თეთრი ნივთები გარეცხეთ და გავლების დროს მანქანაში ჩაასხით 1 ჭიქა ლიმონის წვენი.

თეთრი ნივთები ჩაალბეთ ცხელ წყალში, დაასხით 1 ჭიქა ლიმონი წვენი და გააჩერეთ დილამდე. დილით გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

ძმარი

ცხელ წყალში ჩაყარეთ ფხვნილი, დაასხით 1 ჭიქა 9%-იანი ძმარი და ჩაალბეთ თეთრი ნივთები. გააჩერეთ 1 საათი და შემდეგ გარეცხეთ.

წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი)

ჩაასხით ერთი ჭიქა წყალბადის ზეჟანგი მანქანაში და თეთრი ნივთები გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით. მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს.