მზის სხივების ზემოქმედებით ჩვენს ორგანიზმში აქტიურად იწარმოება D ვიტამინი. ცივ სეზონში კი, ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სააფთიაქო პროდუქტია.
D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, ფოსფორის ცვლაში, ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ბალანსის შენარჩუნებას. გარდა ამისა, მოცემული ვიტამინის ძირითადი და უპირველესი დანიშნულება ძვლების მინერალიზაციაა, რაც აუცილებელია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის.
D ვიტამინი ებრძვის ინფექციებს, არეგულირებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. აუცილებელია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების სიჯანსაღისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ ვიტამინები ყოველთვის არ არის სასარგებლო. რამდენადაც ცუდია ორგანიზმში გარკვეული ნივთიერების ნაკლებობა, იმდენად საშიშია ჭარბი რაოდენობით მიღება.
ასევე აქვს D ვიტამინსაც უკუჩვენებები და თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ჯგუფს მიეკუთვნებით, გაითვალისწინეთ, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე D ვიტამინის მიღება არ შეგიძლიათ.
- ჰიპერმგრძნობელობა
- ჰიპერკალციემია (დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლში კალციუმის მაღალი დოზით არსებობა)
- ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის შემცველობის მომატება)
- ტუბერკულიოზი
ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ზამთარში ვიტამინების დალევა აუცილებელია. სწორედ ამ დროს, მაღალია ჭარბი დოზირების რისკი. გაითვალისწინეთ, რომ ნორმა ყველასთვის განსხვავებულია და არავინაა დაცული გვერდითი ეფექტებისგან.
D ვიტამინის სიჭარბე გავლენას ახდენს ჩვენს სხეულზე შემდეგი გზით:
- ჰიპერვიტამინოზი იწვევს სისხლში კალციუმის დონის მომატებას.
- ამ მდგომარეობას ახლავს გაძლიერებული წყურვილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, თავის ტკივილი, ნერვოზი, უმადობა.
- უარესდება საჭმლის მონელება, რაც შეიძლება გამოვლინდეს როგორც მუცლის ტკივილით, ასევე ყაბზობით.
- იწყება ან უარესდება თირკმლის პრობლემები.
ასე რომ, ვიტამინები არ არის უვნებეილი და სასრგებლო, როგორც ხილი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათში საკვები ნივთიერებების დოზა 10-ჯერ მეტია, ვიდრე ბუნებრივ წყაროში. მათი არასწორად გამოყენება, შეიძლება ტოქსიკური იყოს ჩვენი სხეულისთვის.
ფრთხილად იყავით და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა!
გისურვებთ ჯანმრთელობას!