შემოგთავაზებთ თეთრი, ფუმფულა, უნაზესი და უგემრიელესი ნამცხვრის, ,,რაფაელოს“, რეცეპტს. დესერტს განუმეორებელს ხდის საოცრად არომატული და დახვეწილი კრემი.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ხაჭო 200 გრ
- სოდა 1 ჩ. კ.
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. შემდეგ შეათქვიფეთ ხაჭო. თანდათან შეურიეთ მარილი, სოდა და ფქვილი. ურევთ ხის კოვზით. მომზადებული ცომი გაყავით 7-8 თანაბარ ნაწილად. თითოეულ გუნდას შემოახვიეთ ცელოფანი და ერთი საათით შედეთ მაცივარში.
ამზადებთ კრემს:
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ფანტელი 70 გრ
- შესქელებული რძე 400 გრ
- კარაქი 200 გრ
- თეთრი შოკოლადი 200 გრ
- ვანილი მწიკვი
მომზადების წესი:
- კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი. შოკოლადი დატეხეთ, დაამატეთ კარაქი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
- გადმოდგით ცეცხლიდან და ნელ-ნელა შეათქვიფეთ შესქელებული რძე და ქოქოსის ფანტელი.
შემოგთავაზებთ კიდევ ერთი კრემის რეცეპტს და არჩევანი თქვენ თვითონ გააკეთეთ.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 1,5 ჩ. ჭ.
- ფქვილი 1 ს. კ.
- სახამებელი 1 ს. კ.
- რძე 500 მლ
- კარაქი 200 გრ
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, შეურიეთ ფქვილი. შემდეგ ნელ-ნელა დაასხით ცხელი რძე და აურიეთ. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ და ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან. შემდეგ შეურიეთ კარაქი და გააგრილეთ.
- გაგრილებული კრემი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე და დაამატეთ მწიკვი ვანილი.
- თითოეული გუნდა გააბრტყელეთ თქვენთვის სასურველი ფორმის თხელ ფენებად და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 7-10 წუთი.
- ფირფიტებს წაუსვით კრემი. ტორტი დაფარეთ კრემით და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი ან დაჭრილი ნუში, ან ნუშის ფანტელი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!