შემოგთავაზებთ რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ მოამზადოთ ხელნაკეთი შესქელებული რძე. ის არ შეიცავს კონსერვანტებს, ემულგატორებს და ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე კომერციული შესქელებული რძე.
რეცეპტი N1
ხელნაკეთი შესქელებული რძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 5 ჩ. ჭ.
- შაქარი 2,5 ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- ცხიმიანი რძე ჩაასხით სქელძირიან ქვაბში და ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე.
- დაამატეთ შაქარი და ურევთ გადნობამდე.
- ადუღეთ 2-3 საათი.
მიღებული მასა გააგრილეთ და უგემრიელესი, უვნებელი შესქელებული რძე მზად არის.
რეცეპტი N2
საჭირო ინგრედიენტები:
- რძე 2 ჩ. ჭ.
- შაქარი 2 ჭიქამდე
- რძის ფხვნილი 2 ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე, დაამატეთ შაქარი, რძის ფხვნილი მოურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. ადუღეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიღებული მასა გადაიტანეთ მულტისახარშში, ჩართეთ სუპის მომზადების ფუნქციაზე და ხარშეთ ნახევარი საათი.
- შემდეგ 15-20 წუთი ჩართეთ ცხობის ფუნქციაზე.
გაგრილების შემდეგ გადაიტანეთ მინის ჭურჭელში, მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.