გსურთ, კოღოები რამდენიმე მეტრის რადიუსზეც ვეღარ მოგეკარონ? გთავაზობთ მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას

18993

ზაფხულია. ცხელა. კოღოების სეზონია. აბეზარი და მშიერი პატარა სისხლისმსმელები მოსვენებას არ გვაძლევენ.

შემაწუხებელ მწერებთან გამკლავების მრავალი განსხვავებული გზა არსებობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ქიმიური, ისე ხალხური საშუალებები.

შემოგთავაზებთ უმარტივეს, უსაფრთხო და ძველ მეთოდს, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ჩვენი წინაპრები.

კოღოებისგან თავის დაღწევას შეძლებთ არყის ხის კუპრით.

არყის ხის კუპრი უნივერსალური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის, კერძოდ, ებრძვის ბაღის მავნებლებს, აქვს ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული თვისებები, აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში.

არყის კუპრი შეგიძლიათ გამოიყენოთ კოღოების საწინააღმდეგოდაც. დაგჭირდებათ 1 ლ წყალი და 2 ს. კ. არყის ხის კუპრი (შეგიძლიათ არყის ხის კუპრის საპონი გახეხოთ წმინდა სახეხზე). მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, გადაიტანეთ სპრეი ბოთლში და მიასხურეთ ფანჯრის ჩარჩოებზე. კოღოები და სხვა მწერები მინიმუმ ერთი კვირა თქვენი ოთახების ფანჯრებს აღარ გაეკარებიან.

თუ ლაშქრობაზე ან ექსკურსიაზე, ან დასასვენებლად მიდიხართ აუცილებლად მოამზადეთ კოღოების საწინააღმდეგო წამალი და მშვიდად გაემგზავრეთ.

მოსამზადებლად დაგჭიდებათ:

  • 3 ჩ. კ. არყის ხის კუპრი
  •  1 ჩ. ჭ. ადუღებულ წყალი

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, გააგრილეთ და გადაიტანეთ სპრეი ბოთლში.

მართალია, უსიამოვნო სუნი აქვს ნარევს, მაგრამ კოღოების საწინააღმდეგოდ უტყუარია. შეიზილეთ ის კანზე, რომელსაც სამოსი არ გიფარავთ ან მიისხურეთ სამოსზე. მძაფრ სუნს ერიდებიან კოღოები, ტკიპები და სხვა  მწერები. შეგიძლიათ ნარევით გააჯეროთ შალის ძაფი და შემოიხვიოთ მკლავზე, ფეხზე და მწერებისგან დაცული იქნებით.

როგორც ხედავთ, ბინაში კოღოების მოშორება საკმაოდ მარტივია. რა თქმა უნდა, არყის ტარის სუნი საკმაოდ მძაფრია და ყველას არ მოეწონება, მაგრამ დაისვენებთ აბეზარი კოღოებისგან.