დიდი ხანი უშედეგოდ ვებრძოდი ფილტვების პრობლემებს, სანამ ნივრითა და სოდით ინჰალაცია არ ვისწავლე. რეცეპტი, რომლითაც ბევრი მოვიმადლიერე

64297

ხველა, ქოშინი, მკერდის დაჭიმულობა – ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა არც თუ ისე შორეულ წარსულში ცხოვრების თანამგზარვად მექცა. ჩემი დიაგნოზი ქრონიკული ბრონქიტი აღმოჩნდა, რომლის ფონზეც წელიწადში საშუალოდ 2-ჯერ პნევმონია მაწუხებდა. უკვე ვფიქრობდი, რომ გამოსავალი ამ ნაკლებად სახარბიელო სიტუაციიდან საერთოდ არ არსებობდა.

ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ აღმოვაჩინე საშუალება, რომელიც ძალიან დამეხმარა, თანაც არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ადამიანს, ვისაც ის ვასწავლე. მის შესახებ თავად იმ საავადმყოფოს ექიმისგან შევიტყვე, სადაც სანიტრად ვმუშაობდი.

ამ საავადმყოფოში ფილტვების აბსცესის დიაგნოზით ორი პაციენტი იწვა. შედარებით ხნიერი მამაკაცი მალევე დაიღუპა, ხოლო ახალგაზრდას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა.

საავადმყოფოს პროფესორი მამაკაცს ვერაფრით აიმედებდა, რადგან მკურნალობის ვერცერთმა ხერხმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ, პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა.

სწორედ ყოველივე ამის შემდეგ, ამავე საავადმყოფოს ექიმმა და ჩემმა კარგმა მეგობარმა პროფესორს მამაკაცის სამკურნალოდ ნივრითა და სოდით ინჰალაციის პროცედურების ჩატარება შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის სხეულის ტემპერატურა მომენტებში 40 გრადუსს სცდებოდა, ექიმმა პროფესორისგან ნებართვა მიიღო. როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ყოველდღიური პროცედურების დაწყებიდან უკვე რამდენიმე დღის შემდეგ მამაკაცის ტემპერატურა 37,2 გრადუსსამდე დაეცა და მისი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა.

ინჰალაცია ნივრითა და სოდით

გაასუფთავეთ და კარგად გარეცხეთ 6 კბილი ნიორი, შემდეგ დაკეპეთ. ჩაასხით პატარა ქვაბში 1 ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე და როგორც კი წამოდუღდება, დაუმატეთ დაკეპილი ნიორი. ცეცხლს დაუწიეთ მინიმუმამდე და ადუღეთ ნარევი 5 წუთის განმავლობაში.

გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და მოურიეთ. თავზე წამოიფარეთ თბილი ქსოვილი (იმ ზომის, რომ მთლიანად გადაეფაროს ქვაბს და ორთქლი არ დაიკარგოს), მიიტანეთ სახე რაც შეიძლება ახლოს ცხელ წყალთან (იმ დისტანციაზე, რომ კანი არ დაგეწვათ) და დაიწყეთ ორთქლის შესუნთქვა.

ისუნთქეთ ღრმად და მაქსიმალურად თანაბრად შემდეგი სქემის მიხედვით: 3-ჯერ ჩაისუნთქეთ ცხვირით და გამოუშვით ჰაერი პირით, შემდეგ 3-ჯერ ჩაისუნთქეთ პირით და გამოუშვით ჰაერი ცხვირით. ისუნთქეთ ორთქლი ამ თანმიმდევრობით წყალის გაგრილებამდე.

პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია კომფორტულად საწოლში მოკალათება და დასაძინებლად გამზადება.

მოცემული საშუალების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მისი მადეზინფიცირებელი და გამწმენდი თვისებებით. ამავე მეთოდით ვებრძვი ბავშვებში ანგინას, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ახლავს თან.

ყოველდღიური პროცედურებიდნ უკვე მე-3 დღეს თავს საგრძნობლად უკეთესად იგრძნობთ. სასურველი შედეგის მისაღებად, დაახლოებით 10 დღე იქნება საჭირო.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!