როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს ოთახის გერანებს ფოთლები უხმება?

13323

ზამთარი მცენარეებისთვის განსაკუთრებული პერიოდია. მზის სითბოსა და სინათლის ნაკლებობის გამო მათი განვითარების პროცესები ფერხდება. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სინათლის მოყვარულ ყვავილებს, როგორიცაა გერანიუმი. ის მაშინვე იწყებს რეაგირებას სინათლის შემცირებაზე.

რა ზომები უნდა მიიღოთ, რომ გადაარჩინოთ გერანიუმი ზამთარს და კვლავ დატკბეთ მისი სილამაზით:

  • ყვავილი დადეთ სამხრეთ მხარეს. იქ ის მიიღებს მზის სინათლის მაქსიმუმს.
  • მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მიწა 1 სმ სიღრმეზე იქნება მშრალი.
  • არ მოაწყვიტოთ ფოთლები, რომლებიც გაყვითლებას იწყებს. ისინი თვითონ, ბუნებრივად,  ჩამოსცვივდება.
  • თუ გერანიუმს ფოთლები უხმება, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სასუქები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზამთარში ყველა ბიოქიმიური პროცესი ფერხდება.
  • გერანიუმი არ უნდა მოიჭრას, ეს შეამცირებს აორთქლების არეალს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფესვთა სისტემის გაფუჭება.
  • უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ზამთარში გერანიუმი არ იყვავილებს. ამ პერიოდში მთავარია, მცენარის გადარჩენა. არ ინერვიულოთ, გაზაფხულზე კვლავ იხილავთ ცოცხალ, ხასხასა მწვანე და ბუთქუნა ფოთლებს.

გერანი გაიხარებს, თუნდაც მისგან მხოლოდ ცოცხალი ყლორტი დარჩეს.