შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული სასწაულმოქმედი შინაური წამლის რეცეპტს, რომლის საშუალებით სწრაფად და ეფექტურად შეძლებთ ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულებისა და ფურუნკულებისგან (ძირმაგარა) განკურნებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 1 ს. კ.
- ფქვილი 1 ს. კ.
- 1 ცალი კვერცხის გული
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვარი მასა. გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში და შედეთ მაცივარში.
გამოყენების წესები:
აიღეთ სათანადო ზომის მიტკლის ქსოვილი და თხელ ფენად გადაუსვით ხელნაკეთი წამალი. შემდეგ დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიხვიეთ. საფენი გამოიცვალეთ ყოველ 3 საათში ერთხელ. შეგიძლიათ დაიტოვოთ მთელი ღამე. ჩირქისგან გათავისუფლდებით უმტკივნეულოდ და გაღიზიანების გარეშე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!