იოდის ბადეებს არაერთი ადამიანი უხსნია. როგორ გამოვიყენოთ ეს უებარი პროდუქტი ყველაზე რთულ სიტუაციებში

35170

იოდი სადეზინფექციო საშუალებაა, აქვს ანტიმიკრობული და ანტისოკოვანი მოქმედება. ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებულ იოდს აქტიურად ვიყენებთ ჭრილობების დასამუშავებლად, მაგრამ მისი სასწაულებრივი თვისებები ამით არ შემოიფარგლება. მკურნალობის საკმაოდ გავრცელებული მეთოდია იოდით თერაპია, კანზე იოდის ბადის გამოსახვა. ამ მეთოდს  ხშირად იყენებენ მრავალი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

სტატიაში გაგიზიარებთ მარტივ წესს, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ იოდის ბადე და მოგწვდით მცირე ინფორმაციას, რომელი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ის.

იოდის ბადე უნდა გაიკეთოთ ყურის ჩხირით. ჩხირი ჩაყავით იოდის 5%-იან ხსნარში და ბადე დაიხატეთ კანის სათანადო უბანზე. თითოეული კვადრატის სიგრძე უნდა იყოს, დაახლოებით 1 სმ.

კანის მეშვეობით იოდი აღწევს კუნთოვან ქსოვილსა და სისხლძარღვებში და მოქმედებს მავნე ბაქტერიებზე. სწორედ, ეს უჯრედის ზომა ბადე ხელს უწყობს მიკრობების მცირე ჯგუფებად დაყოფასა და განადგურებას. განსაკუთრებით მარტივად უმკლავდება იოდი იმ ბაქტერიებს, რომლებიც სხეულში ფორების საშუალებით აღწევენ.

იოდის ნაკლებობა ორგანიზმში

იოდის ნაკლებობა ბევრი ადამიანის პრობლემაა. იმისათვის, რომ გაარკვიოთ ორგანიზმში იოდის რაოდენობა, იოდის ბადე გაიკეთეთ ბარძაყინის შიგნითა მხრიდან კანზე.

თუ ბადე 3 საათში გაქრება, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, ხოლო თუ გაძლებს 6-8 საათი, არც ისე საგანგაშო მდგომარეობაა. იოდის დეფიციტის შევსებას შეძლებთ სწორი კვებით. დაამატეთ კვების რაციონს ზღვის პროდუქტები და ლამინარია.

იოდის ბადე ხველის დროს

მშრალი ხველის დროს გაიკეთეთ იოდის ბადე. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ სხეულის ტემპერატურა არ აღემატება 38 გრადუს და შემდეგ გაიკეთეთ იოდის ბადე მკერდზე, ხოლო ანგინის შემთხვევაში კისერზე.

ბადის გამოსახვამდე ჩაიტარეთ პატარა ტესტი. სათანადო ადგილზე ჯერ წაისვით მცირე რაოდენობით იოდი და დააკვირდით. თუ 15 წუთის შემდეგ არ გაგიწითლდათ ან არ მოჰყვა სხვა რეაქცია, გამოისახეთ ბადე. იოდის ბადე გაიკეთეთ დღეში 2-ჯერ. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აქრობს ანთებას.

გაციებისა და სურდოს სამკურნალოდ

ძალიან სწრაფად დააღწევთ თავს სურდოს, თუ იოდის ბადეს გაიკეთებთ ცხვირის ძგიდზე. გამოსახეთ წვრილი ზოლები, გადადით ცხვირის ნესტოებზეც. ეფექტის გასაძლიერებლად იოდის ბადე გაიკეთეთ ფეხის ძირებზე.

სისხლჩაქცევების მკურნალობა

კანზე სიხლჩაქცევის გაწოვას ერთი კვირა მაინც სჭირდება. პროცესის დასაჩქრებლად გამოიყენეთ ცნობილი მეთოდი. პირველ რიგში, დაზიანებულ უბანზე დაიდეთ ყინულის კუბიკები. ეს ხსნის შეშუპებას და ამშვიდებს დაზიანებულ ქსოვილს. მეორე დღეს გაიკეთეთ იოდის ბადე.

იოდის ბადე ფეხმძიმობის დროს

ორსულის ორგანიზმში იოდის დონე ყოველთვის უნდა იყოს ნორმაში. ნებისმიერი გადახრა აისახება ნაყოფის განვითარებაზე. ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევები ხშირად დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ელემენტების ნაკლებობასთან. პრევენციის მიზნით გაიკეთეთ იოდის ბადე. პროცედურა ჩაიტარეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

მართალია, იოდის ბადე  პანაცეა არ არის, მაგრამ მისი ეფეტურობა წლების მანძილზეა დადასტურებული. თუ ბადეს  სწორად და გონივრულად გაიკეთებთ, დაივიწყებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველაზე შემაშფოთებელ პრობლემებს.

თუ გსმენიათ იოდის ბადის გამოყენების სხვა ხერხების შესახებ? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით. გისურვებთ ჯანმრთელობას!