ვიტამინური ნაზავი, რომელიც ორგანიზმის მინერალებით მომარაგების ხარჯზე, ძალიან დამეხმარა სახსრების მოძლიერებაში

9642

ასაკთან ერთად გვემატება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სხეული კარგავს კოლაგენის გამომუშავების უნარს და მუდმივად გვაწუხებს სახსრები. შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული უძლიერესი სამკურნალო ნარევის რეცეპტს, რომელიც აძლიერებს ორგანიზმს, ამაგრებს ძვლებს, ამაღლებს იმუნიტეტს, მოგიხსნით ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებით გამოწვეულ სახსრების ტკივილს.

პრეპარატის უპირატესობას განაპირობებს სასარგებლო და მკვებავი ნივთიერებების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობა.

სელის თესლი რეკომენდებულია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა სტრესი, დიაბეტი, საჭმლის მომნელებელის სისტემის დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჭარბი წონა, ალერგია.

სეზამის თესლი გაჯერებულია ორგანიზმისთვის საჭირო A და E ვიტამინებით, B ჯგუფის ვიტამინებით. მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორიცაა მანგანუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, თუთია, სპილენძი და სელენი.

ქიშმიში გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, საუკეთესოა ანემიის დროს, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, ამაგრებს ძვლებს, აძლიერებს იმუნიტეტს.

გოგრის თესლი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმოვან მჟავებს, მინერალებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

თაფლი შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, მანგანუმს, სპილენძს, ფოსფორს, თუთიას, სელენს, A, B C ვიტამინებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქიშმიში 3 ს. კ.
  • სელის თესლი 8 ს. კ.
  • გოგრის თესლი 40 გრ
  • ჟელატინი 2 ს. კ.
  • სეზამის თესლი 4 ს. კ.
  • თაფლი 200 გრ

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

ყოველდღიურად მიირთვით 1 ს. კ. ამ გზით ორგანიზმს გააჯერებთ ნუტრიენტებით, გაიძლიერებთ იმუნიტეტს და აირიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას. გისურვებთ ჯანმრთელობას!