შემოგთავაზებთ სამი უძლიერესი ბუნებრივი ინგრედიენტის კომბინაციას, რომელიც დაგეხმარებათ გაციების, სურდოს, სისუსტის დროს, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. გარდა ამისა, ვიტამინებით, უჯრედისით, მინერალებით, ფენოლით, მიკროელემენტებითა და ეთერზებით მდიდარი ჯანჯაფილის საფუძველზე მომზადებულ ნარევს მრავალი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. კერძოდ:
- გაციების პროფილაქტიკა და მკურნალობაა;
- წმენდს ოგანიზმს ტოქსინებისგან;
- არეგულირებს ქოლესტერინის დონეს;
- პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებაა;
- აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი;
- აძლიერებს იმუნიტეტს;
- ხელს უწყობს წონის კლებას;
- ორგანიზმს მატებს ტონუსს და აღგავსებს ენერგიით;
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჯანჯაფილი 300-350 გრ
- თაფლი 150-200 გრ
- ლიმონი 1 ცალი (150 გრ)
მომზადებისა და მიღების წესები:
- ჯანჯაფილის ფესვი გაფხიკეთ და დაჭერით. ლიმონი დაჭერით და გაასუფთავეთ თესლისგან. ორივე ინგრედიენტი გაატარეთ ან დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ თაფლი, კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მინის ქილაში.
- მომზადებული მასის 1 ჩ. კ. მიიღეთ დღეში ერთხელ ან დაამატეთ ჩაის.
- ნახევარი ჩაის კოვზი ნარევით მომზადებული ჩაი დასაშვებია 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის. გაითვალისწინეთ, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ნარევის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტისადმი არ არის ალერგიული.
- სამკურნალო ნარევი პროფილაქტიკისთვის მიიღეთ 20 დღის განმავლობაში. შემდეგ აუცილებლად შეისვენეთ 1-2 კვირა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!