”5 სუფრის კოვზი” – დიეტა, რომელიც ერთ კვირაში 8 კილოგრამს დაგაკლებინებთ

28463

ხშირ შემთხვევაში ჭარბწონიანობის გამომწვევი მთავარი მიზეზი გაფართოებული კუჭია. ეს მოვლენა პროვოცირებულია გადაჭარბეული ჭამით: რაც უფრე მეტს ჭამს ადამიანი, მით უფრო ფართოვდება მისი კუჭის კედლები, რის შედეგადაც ადამიანს დანაყრება უჭირს. საჭმლის მომნელებელი სისტემის წესრიგში მოყვანა აუცილებელია!

საკმარისია შეამცირო ერთ ჭამაზე მიღებული საკვების პორცია და თქვენი კუჭი ნორმალურ ზომებს დაუბრუნდება, საჭმლის მონელების პროცესი მწყობრში ჩადგება და ჭარბი წონაც გაქრება. გთავაზობთ დიეტას სახელწოდებით ”5 სუფრის კოვზი”. მისი ეფექტურობა გასაოცარია!

როგორ დავიცვათ დიეტა ”5 სუფრის კოვზი”?

1. საკვების ერთი პორცია უნდა შეადგენდეს 150-200 გრამს, ან 5 სუფრის კოვზს.

2. მკაცრი შეზღუდვები ამ დიეტაში არ არსებობს, თუმცა მეტი ეფექტურობისთვის უკეთესი იქნება, თუ მენიუდან ამოიღებთ ცომეულს, შოკოლადს და ტკბილ გაზირებულ სასმელებს. შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო ყავა.

3. ახალი პორციების მიღებამდე უნდა დაიცვათ 3 საათიანი ინტერვალი. ნუ მიაყოლებთ საკვებს წყალს და სხვა სასმელებს, რადგან ისინი კუჭის კედლების გაფართოებას პროვოცირებენ.

დიეტის მიახლოებითი მენიუ:

7.00 – 5 სუფრის კოვზი შვრია (ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ფაფა, ოსპი). 30 წუთის შემდეგ – უშაქრო ჩაი, რძიანი ყავა, ან კაკაო (არჩევანი თქვენზეა).

10.00 – ნებისმიერი ხილი, ხილის სალათი, ან ხილის იოგურტი.

13.00 – 5 სუფრის კოვზი წიწიბურა (კარტოფილის პიურე, ბრინჯი, ბარდის ფაფა). ცილების მიღება – 200 გ თევზი, ან 200 გ ძროხის ხორცი. შეგიძლიათ პროდუქტების შერევა: მაგალითად, 3 სუფრის კოვზი წიწიბურა და ქათმის 2 ნაჭერი.

16.00 – 200 გ კეფირი, ან კიტრი პომიდორთან ერთად, ან 5 სუფრის კოვზი სალათი. შეგიძლიათ ასევე მიირთვათ თხილი და მშრალი პროდუქტები, ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ბრუტერბროდი ლავაშის პატარა ნაჭერისა და ხმელი ყველისგან.

19.00 – 5 სუფრის კოვზი წიწიბურა, ან 200 გ თევზი, ან ერთი ჭიქა კეფირი. ასევე შეგიძლიათ მიართვათ 5 სუფრის კოვზი ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული.

ეს დიეტა დაგეხმარებათ წონის სწრაფად დაკლებაში, თანაც არანაირ ზიანს არ მიაყენებთ ორგანიზმს. დიეტის მთავარ პლიუსს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისი დამთავრების შემდეგ წონას უკან არ იმატებთ, რადგან კუჭის კედლები ნორმალურ ზომებს უბრუნდება და შესაბამისად საკვებზე დიდი მოთხოვნილება არ გიჩნდებათ.