მაღაზიაში ყოველთვის ყველაზე იაფასიან სარეცხ ფხვნილს ვყიდულობ და მას ორ კომპონენტს ვუმატებ

10881

სამწუხაროდ, ძვირადღირებული სარეცხი საშუალებებით ყოველთვის ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს. განსაკუთრებით რთულია თეთრი ნივთებისთვის სიქათქათის შენარჩუნება. დროთა განმავლობაში თეთრი სამოსი კარგავს სითეთრეს, ყვითლდება ან ნაცრისფერდება. ნუ იჩქარებთ კიდევ უფრო ძვირადღირებული ფხვნილის შეძენას, რადგან რამდენიმე ბიუჯეტური კომპონენტის დამატებით შეძლებთ ფხვნილის გაძლიერებას და შედეგად მიიღებთ თოვლივით ქათქათა თეთრეულს.

დაგჭირდებათ:

  • სარეცხი ფხვნილი
  • მარილი 1 ს. კ.
  • საკვები სოდა 1 ს. კ.
  • თქვენთვის სასურველი არომატის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი (შეგიძლიათ არ დაამატოთ)

ინსტრუქცია:

მარილი საუკეთესო მათეთრებელია. სოდა არბილებს წყალს და აძლიერებს ეფექტს. ეთერზეთი კი თეთრეულს აძლევს სასურველ არომატს.

მოცემულ ინგრედიენტებს დაამატეთ ფხვნილი, აურიეთ და მომზადებული ნარევი მოათავსეთ პირდაპირ დოლურაში და მანქანა ჩართეთ იმ ტემპერატურაზე, რომელზედაც რეცხავთ თეთრ ნივთებს. შედეგად მიიღებთ ქათქათა თეთრ, რბილ და სურნელოვან სამოსს, თეთრეულსა თუ სამზარეულოს ტილოებს.