თმა ინტენსიურად გცვივათ? კოჭა ამ პრობლემის დამარცხებაში დაგეხმარებათ

3601

თუ თმა გაქვთ გამომშრალი, გამოფიტული, გცვივათ, დაკარგა  მბზინვარება და შემჩნიეთ ქერტლი, აუცილებლად გამოიყენეთ ჯანჯაფილი. ჯანჯაფილის ბაზაზე მომზადებული ნიღბები კვებავს თავის კანს, ხელს უწყობს თმის ზრდას, ებრძვის ქერტლს  და აჩერებს ცვენას.

ჯანჯაფილი ტრადიციული სამკურნალო მცენარეა. საუკუნეების მანძილზე გამოიყენება როგორც კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით, ისე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა აღმოსაფხვრელად.

ეთერზეთებით, ამინომჟავებით, ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით უჩვეულოდ მდიდარი ჯანჯაფილი ძალიან სასარგებლოა თმის ცვენის პროფილაქტიკისთვის. აუმჯობესებს თავის ქალაზე სისხლის მიმოქცევას, კვებავს ფოლიკულებს და ხელს უწყობს თმის ზრდას.

ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი კოჭა შესანიშნავია თხელი და დასუსტებული თმისთვის. აღადგენს თმის სტრუქტურას და მატებს მოცულობას.

თმის ცვენის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ქერტლი. ბუნებრივი ანტისეპტიკური თვისებებით გაჯერებული ჯანჯაფილი ქერტლის საწინააღმდეგოდ საუკეთესოა და იძლევა მაქსიმალურ შედეგს.

სამკურნალო ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გახეხილი ჯანჯაფილი 1 ს. კ. (სავსე)
  • ჟოჟობას ან ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.

მომზადების წესი: 

  1. პირველ რიგში, ჯანჯაფილი გახეხეთ წმინდა სახეხზე და დაამატეთ ჟოჟობას ან ზეითუნის ზეთი. ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. ნიღაბი უნდა წაისვათ სუფთა და ნოტიო თმაზე. მომზადებული მასა დაიტანეთ თავის კანზე და ენერგიული წრიული მოძრაობებით, 15 წუთის განმავლობაში, გაიკეთეთ მასაჟი. ამ გზით შეძლებთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და, გარდა ამისა, თმის ფოლიკულებს ხელს შეუწყობთ, რომ ნიღაბს უკეთ შეიწოვს. თანდათან იგრძნობთ სიმხურვალეს, რაც მიუთითებს, რომ სანელებელი იწყებს მოქმედებას. ნიღაბი გაიჩერეთ კიდევ 5 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  3. ნიღაბი გაიკეთეთ დღეგამოშვებით. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვე.

ჯანჯაფილის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი აჩერებს თმის ცვენას, აძლიერებს და აღადგენს დაზიანებულ თმას, მატებს მოცულობას, აბრეშუმისებრ მბზინვარებას და გაგათავისუფლებთ ქერტლისგან.