შემოგთავაზებთ უნივერსალური, უსაფრთხო და ბიუჯეტური ხსნარის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ სააბაზანოსა და სამზრეულოს ისე გაწმენდას, რომ ყველაფერი სისუფთავისგან იბრწყინებს.
ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ძმარი 150 მლ
- კბილის პასტსა (ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი) ნახევარი ს. კ.
- მარილი 2 ს. კ.
- პულვერიზატორიანი ბოთლი
მომზადების წესი:
1. თასში აურიეთ კბილის პასტა, მარილი და ძმარი. ურევთ მარილის გახსნამდე და ცოტა ხანს გააჩერეთ.
2. მომზადებული ხსნარი გადაასხით პულვერიზატორიან ბოთლში.
3. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიჟარის, ონკანის, სამზარეულოს ზედაპირის, სარკის, საშხაპე მინების, უნიტაზის გასაწმენდად. აშორებს უსიამოვნო სუნს, ლაქებს, ძველ ჩამჯდარ ნადებსა და ნებისმიერი სახის დაბინძურებას.
ცადეთ და დარწმუნდით, რომ უმარტივესი, უსაფრთხო და ბიუჯეტური საშუალებებითაც არის შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღება.