თმა აბრეშუმივით ნაზი და მბზინვარე რომ გახდეს, მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას ვიყენებ. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყველას გირჩევთ

4574

აბრეშუმივით მბზინვარე და ლამაზი თმა ქალის სამკაულია.  სწორედ ამიტომ, რეგულარულად უნდა იზრუნოთ თმაზე და გამოიყენოთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული სხვადასხვა ხელნაკეთი საშუალებები.

თმის მოსავლელად საუკეთესოა  აბუსალათინის, თალგამის, ზეითუნის, ნუშის, ქოქოსის, ატმის, გარგრის, ავოკადოს, ყურძნის წიპწების, ჟოჟობას, შიის, სელის, მაკადამიას_ზეთები. განსაკუთრებით სასარგებლო კი მათი კომპლექსური გამოყენებაა.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ზეთის კომბინაციით მომზადებული თმისთვის შეუცვლელი ზეთის რეცეპტს. იგი კვებავს და აძლიერებს თმას, აფერხებს ცვენას, გაჭაღარავების პროცესს, ასწრაფებს თმის ზრდას და მატებს მოცულობას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სეზამის ზეთი 2 ს. კ.
  • ქოქოსის ზეთი 2 ს. კ.
  • ლიმონის ეთერზეთი 4 წვეთი
  • ლავანდის ეთერზეთი 4 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, ოდნავ შეათბეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე, თან გაიკეთეთ მასაჟი. ზეთი გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე, დაიხურეთ შხაპის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

ნიღბის შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა თმისთვის:

  • სეზამის ზეთი იცავს თმას მზისგან, ზღვის მარილიანი წყლისგან.
  • ქოქოსის ზეთი ასტიმულირებს თმის ზრდას, ამაგრებს ფოლიკულებს, კვებავს თავის კანს.
  • ლიმონის ეთერზეთი ებრძვის ქერტლს, აფერხებს გაჭაღარავების პროცესს.
  • ლავანდის ეთერზეთი შეგიჩერებთ თმის ცვენას.