თუ გიყვართ ალუბლის ნამცხვრები, აუცილებლად მოამზადეთ ,,მთვრალი ალუბალი“. კაკაოს, გემრიელი კრემის, ღვინისა და ალუბლის კომბინაცია ზღაპრულად გემრიელია.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 5 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- სოდა 1 ჩ. კ. /ძმარი სუფრის კოვზამდე
- კაკაო 2 ს. კ.
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შესქელებული რძე 1 ქილა
- კარაქი 300 გრ
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 2 ს. კ.
- შაქარი 3 ს. კ.
- კაკაო 2 ს. კ.
- კარაქი 2 ს. კ.
- დაკურკული ალუბალი 2 ჩ. ჭ.
- შავი ღვინო 400 მლ
მომზადების წესი:
- როდესაც გადაწყვეტს ამ გემრიელობის მომზადებას ალუბალს ათრობთ წინა დღით. დაკურკულ ალუბალს დაასხით ღვინო და გააჩერეთ მთელი ღამე.
- ამზადებთ ცომს: კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. შეურიეთ სოდა/ძმრით, კაკაო და ფქვილი.
- დაგჭირდებათ საშუალო ზომის მრგვალი ფორმა. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება, დაახლოებით 30 წუთი.
- ბისკვიტი გააგრილეთ და თხელ ფენად ააჭერით ზედა ნაწილი. მაღალ ფენას კი ამოუღეთ გული. ამოღებული ნაწილი დააქუცმაცეთ.
- ამზადებთ კრემს: კარაქს დაამატეთ ვანილი და გათეთრებამდე ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თანდათან დაამატეთ შესქელებული რძე.
- ალუბალი გადაწურეთ. ბისკვიტის ორივე ნაწილი დანამეთ ალუბლის წვენისა და ღვინის მიქსით.
- მზა კრემს შეურიეთ დაქუცმაცებული ბისკვიტი და ალუბალი. მიღებული მასით ამოავსეთ ბისკვიტის კალათი და ზემოდან დაადეთ თხელი ფენა.
- ამზადებთ მინანქარს: მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ. ადუღეთ ნახევარი წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ 2 ს. კ. კარაქი. მინანქრით დაფარეთ ტორტი და გააფორმეთ ალუბლებით.
გემრიელად მიირთვით!