ნებისმიერი თეთრი ნივთი ისეთივე სუფთა და ქათქათა გახდება, როგორც შეძენის დღეს. გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას

34635

თუ გსურთ, თეთრ ნივთებს, განსაკუთრებით წინდებს, დაუბრუნოთ სიქათქათე, უმარტივესი ინგრედიენტებით მოამზადეთ ხსნარი და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღეთ მაქსიმალური შედეგი.

ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2-3 ლ ადუღებული წყალი
  • სოდა 2 ს. კ.
  • ძმარი (9%-იანი) 50 მლ
  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება 2 ს. კ.
  • მარილი 2 ს. კ.

ინგრედიენტების პროპორციები დამოკიდებულია ნივთების რაოდენობაზე.

ინსტრუქცია:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ თასში და ჩაალბეთ თეთრი ნივთები. გააჩერეთ 2 საათი. შემდეგ ამოწურეთ და გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

მარტივი და ეფექტური საშუალებით მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს.