ზამთარში მუდმივი წვიმა და თოვლი უამრავ პრობლემას უქმნის მძღოლებს. ხშირად საქარე მინის საწმენდი ჯაგრისებიც ვერ უმკლავდება წყლის ნაკადს. ეს კი საფრთხეს უქმნის მძღოლს.
კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობისთვის გთავაზობთ მარტივ ხრიკს. დაგჭირდებათ ვაშლი.
ვაშლი გაჭერით შუაზე და გაწმინდეთ საქარე მინა. ვაშლის შემადგენლობაში შემავალი მჟავა მინის ზედაპირზე ქმნის ე. წ. ლოტოსის ეფექტს, ანუ წვეთები მინაზე, როგორც ლოტოსის ფოთლებზე, მარტივად იშლება.