პირველ რიგში, ხდებით სახეზე! ხანმოკლე დიეტა, რომლის დაცვის შემდეგაც წონაში 6 კგ-ით ნაკლები იქნებით

1274

ბევრისთვის ყველაზე ცუდი რამ დიეტის დროს არის არა შიმშილი, არამედ მუდმივად ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება ვჭამოთ, რადგან ყველა სახის დიეტას არ გააჩნია მენიუ, რომელშიც უამრავი პროდუქტი შედის.

თუ გრძელვადიანი მეთოდები არ მუშაობს და ჯანსაღი საკვების მომზადება ბევრ დროსა და ფულს მოითხოვს, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ ეს მეთოდი. ერთ კვირაში 6 კგ-ს დაიკლებთ და რაც მთავარია, ამისთვის შიმშილი არ მოგიწევთ.

დასასუსტებელი პროდუქტები

ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რომელ სამ პროდუქტს შეუძლია ადამიანისთვის ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? ამ პრუდუქტებს ხშირად იყენებენ ცალკ-ცალკე, მაგრამ თუ მათ ერთად გამოვიყენებთ, მივიღებთ იდეალურად დაბალანსებულ მენიუს.

ეს სამი პროდუქტი გახლავთ: შვრია, ხაჭო და ვაშლი. თითოეული მათგანი რეგულარუად გამოიყენება სხვადასხვა დიეტების მენიუში. ამ სამი პროდუქტიდან ნებისმიერი თავისებურად ეფექტურია ცხიმების დასაწვავად: ვაშლი – სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების წყაროა, მასში შაქრის მინიმალური რაოდენობაა; შვრია წმენდს ნაწლავის ბოჭკოებს და უზრუნველჰყოფს მათ საკმარისი რაოდენობის კომპლექსური ნახშირწყლებით, ხოლო ხაჭო მდიდარია ცილებით და შეიცავს ისეთ ამინომჟავებს, რომლებიც აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ამ სწრაფი დიეტის უპირატესობა აშკარაა:

  • წონის დაკარგვა მოკლე დროში (წელის ფორმის შესამჩნევი შემცირება უკვე მეხუთე დღეს)
  • სუფთა და ჯანმრთელი სახის კანი უკვე მესამე დღეს
  • მინიმალური დრო ამ დიეტური საჭმლის მოსამზადებლად
  • იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტები
  • დაბალანსებული კვება
  • შიმშილის შეგრძნების დაქვეითება და სიმსუბუქის შეგრძნება მუცელში

უმჯობესია, შვრია ვაშლთან ერთად პირდაპირ მიირთვათ, რადგან წყლით მომზადებული შვრია უფრო რთულად მოსანელებელია.

სავარაუდო მენიუ ერთი დღის განმავლობაში

  • საუზმე: ერთი ულუფა შვრია და 2 ცალი ვაშლი.
  • სადილი: ერთი ულუფა შვრია თაფლით, 100 გრ ხაჭო და 3 ცალი ვაშლი.
  • ვახშამი: 200 გრ ხაჭო და 2 ცალი ვაშლი.

დღის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ შეუზღუდავი რაოდენობით წყალი (სასურველია მინერალური) და ჩაი, შაქრის გარეშე. ყოველ 3 დღეში ერთხელ თქვენ უნდა მიირთვათ დამატებით 300 გრ ნებისმიერი სახეობის ბოსტნეული, რომელიც არ შეიცავს სახამებელს. ბოსტნეული აუცილებლად უნდა მიირთვათ სადილსა და ვახშამს შორის, რათა ორგანიზმში შეავსოთ დაკარგული მინერალებისა და ვიტამინების რაოდენობა.

ერთ კილოგრამ ვაშლს დღეში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია: მას ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი ნარჩენები, რომლებიც მნიშვნელოვნად გმატებენ წონას. ვაშლისგან შეგიძლიათ დაამზადოთ პიურე, შეურიოთ ხაჭოში და გამოაცხოთ, მაგრამ გირჩევთ, ის უმად მიირთვად. ხაჭო აუცილებლად უნდა იყოს დაბალცხიმიანი (არა უმეტეს 4%_ისა), ან საერთოდ უცხიმო.

ასეთი მსუბუქი დიეტით თქვენ მინიმალურ დროში გაწმენდს სხეულს დაგროვებული ნარჩენებისგან, დაიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და მინიმალურ დროში გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან.