გთავაზობთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ნატურალური ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც ათანაბრებს კანის ტონს, ათეთრებს, კვებავს, ატენიანებს და ეფექტურად ებრძვის კანის ნებისმიერ ნაკლოვანებას.
ნიღბების საბაზისო ინგრედიენტებია: 1 ცალი პამიდორი და 1 ცალი კიტრი.
ხოლო სხვადასხვა ეფექტის ნიღბების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- იოგურტი 1 ს. კ.
- ჟელატინი 1 ჩ. კ.
- ბრინჯის ფქვილი ან სიმინდის სახამებელი 2 ჩ. კ.
- ზეითუნის ან ყურძნის წიპწების ზეთი 1 ჩ. კ.
ინსტრუქცია:
- პირველ რიგში, ამზადებთ ნიღბის ფუძეს. კიტრი და პამიდორი დაჭერით და დააბლენდერეთ. ამ ორი ბიუჯეტური პროდუქტის კომბინაცია აახალგაზრდავებს, ატენიანებს კანს და შეგიძლიათ გამოიყენოთ ცალკე, დამოუკიდებელ ნიღბად.
- მათეთრებელი ეფექტის გასაძლიერებლად კიტრისა და პამიდვრის ნარევს (2 ჩ. კ.) დაამატეთ 1 ჩ. კ. ნატურალური იოგურტი და კარგად აურიეთ. მიიღებთ კანის მსუბუქ მკვებავ ნიღაბს, რომელიც აღიავებს პიგმენტურ ლაქებს.
- თუ კიტრისა და პამიდვრის ნარევს დაამატებთ 1 ჩ. კ. ჟელატინს მიიღებთ გამამკვრივებელ ნიღაბს. ნიღაბი ჭიმავს კანს და მატებს კოლაგენს.
- ხოლო თუ ბოსტნეულს დაამატებთ ბრინჯის ფქვილს ან სიმინდის სახამებელს, მიიღებთ მათეთრებელ და გამამკვრივებელ ნიღაბს. ამ შემთხვევაში მასა გასქელდება და გაათხელეთ 1 ჩ. კ. ზეითუნის ან ყურძნის წიპწების ზეთით.
- ზემოთ მოცემული ყველა ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე, დეკოლტეს ზონაზე, ხელებზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. აირჩიეთ თქვენთვის საჭირო ნიღაბი და გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხომლმე).
- აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 3 დღე.
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ცოდნა და გამოცდილება კომენატრების ველის მეშვეობით – ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით! მადლობას გიხდით ჩვენ გვერდში ყოფნისთვის.