თუ ნიჟარიდან უსიამოვნო სუნი ამოდის და პრობლემას ვერ უმკლავდებით, მიმართეთ აქტივირებულ ნახშირს დახმარებისთვის

2162

აქტივირებული ნახშირი ბიუჯეტური მედიკამენტია, რომელიც აქტიურად და ეფექტურად გამოიყენება როგორც სამკურნალო, ისე კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით. გარდა ამისა, შავი აბების საშუალებით მოიგვარებთ ბევრ საყოფაცხოვრებო პრობლემას.

ამჯერად, აქტივირებულ ნახშირს წარმოგიდგენთ როგორც უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგო საშუალებას და გაგიზიარებთ მისი გამოყენების რამდენიმე მარტივ გზას.

აქტივირებული ნახშირი ჰაერის გამწმენდი

ნაგვის ურნის ადგილი ნიჟარის ქვეშ, კარადშია. მართალია, ნაგავს რეგულარულად ყრით, მაგრამ ნიჟარის ქვეშ არსებულ სივრცეში, უსიამოვნო სუნი მაინც იგრძნობა. პატარა ფინჯანში ჩაყარეთ აქტივირებული ნახშირის რამდენიმე აბი, შეგიძლიათ დააქუცმაცოთ, და დადეთ კარადაში. აქტივირებული ნახშირი  შთანთაქვს უსიამოვნო სუნს. თუ ურნაში ჩააწვეთებთ რამდენიმე წვეთ ციტრუსის ეთერზეთს, თქვენს სამზარეულოში მუდმივად სასიამოვნო სურნელი და ატმესფორო იქნება.

როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი მაცივრიდან

5 აბი აქტივირებული ნახშირი დაფშვენით, შეურიეთ 1 ჩ. კ. სოდა და ჩაყარეთ პატარა ქილაში. თავღია ქილა შედეთ მაცივარში და დაივიწყეთ უსიამოვნო სუნი. სოდისა და ნახშირის კომბინაცია შეცვალეთ თვეში ერთხელ.

როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი ნიჟარიდან

სამზარეულოს ნიჟარა პერიოდულად გამოსცემს უსიამოვნო სუნს.

როდესაც გადიხართ სახლიდან ან ღამით, კანალიზაციის მილში ჩააგდეთ რამდენიმე აბი ნახშირი, ჩააწვეთეთ ეთერზეთის 5-6 წვეთი და ჩაასხით ცოტა წყალი, დაახლოებით სუფრის კოვზი. აქტივირებული ნახშირი შთანთქავს უსიამოვნო სუნს და მთელ სახლში ავრცელებს ეთერზეთის სასიამოვნო არომატს.

აქტივირებული ნახშირი ჰაერის არომატიზატორი

ნახშირის რამდენიმე აბი ჩაყარეთ პატარა ქილაში და დააწვეთეთ ეთერზეთის 10 წვეთი. ქილა დადეთ სააბაზანოში, სამზარეულოში და ჰაერის გამაგრილებელი ძვირადღირებული საშუალებების გარეშე გარანტირებული გაქვთ სასიამოვნო არომატი.

ასე რომ, გამოიყენეთ აქტივირებული ნახშირი და დაივიწყეთ უსიამოვნო სუნი სამზარეულოსა და სააბაზანოაში.